სოსო ფხაკაძე - მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი

სოსო ფხაკაძე - მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი

access_time2019-07-08 19:05:42

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი ბევრი კომპანიაა ჩართული და ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი წევრების სამართლიანი ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვები საქართველოს ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს.

„ზოგადად, ეკონომიკა დარტყმას მიიღებს რუსული ემბარგოს გამო, ამას ყველა ვხედავთ. გვინდა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური ეფექტი, რომელიც მოჰყვება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. ყოველთვიურად უნდა დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, თუ არატრადიციული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს ფისკალური კუთხით სახელმწიფოს, უნდა გადაიდგას, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გამართლებული იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნება“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინია.

„ამ ეტაპზე, რამე კონკრეტული ნეგატიური, ფართომასშტაბიანი არ ხდება. ამიტომ როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლება უნდა დააკვირდეს პროცესებს, უნდა იყოს ადეკვატური და მეტნაკლებად მყისიერი. ძალიან კარგი გეგმა გაგვაცნო ეკონომიკის მინისტრმა. ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირებაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა და ახლა მეტი ინტენსივობით გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.


„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება, სანქციებს მოჰყვეს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


აღნიშნული კომენტარი მედიასთან სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. მასში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავაც მონაწილეობენ.


რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა. ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

1tv.ge





„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up