ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ლარის დევალვაციის მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი. ამის თაობაზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” სტუმრობისას განაცხადა.
ფხაკაძის თქმით, 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი ვალუტის კურსი 1.65 დან 3.20 მდე ჩამოვიდა. „ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ამ წლებში კურსი 1.65 რომ ყოფილიყო, რამდენი ასეული მილიონი ცაიდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და რამდენი ახალი სამუშაო ადგილი თუ ბიზნესი შეიქმნებოდა“.
ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იქვე ბოლო ეტაპზე მომხდარ დევალვაციაზეც გაამახვილა ყურადღება. „ლარის კურსი იყო 2.8 და გახდა 3.2. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკები ამპლიტუდა დიდია“, - აღნიშნა მან. ფხაკაძის აზრით, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ.