სოსო ფხაკაძე: „გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დროულად, რათა ბიზნესს არ უწევდეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა“

სოსო ფხაკაძე: „გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დროულად, რათა ბიზნესს არ უწევდეს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა“

access_time2019-10-03 17:00:41

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ბიზნესთან მუშაობა უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერის მიერ უწყებებისთვის მიცემულ დავალებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის უწყებას ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.


მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აქვს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა“, - განმარტა თურნავამ.


მიმზიდველია თუ არა დღეს ბიზნესგარემო და რა ბარიერები და პრობლემებია, რომელიც უნდა გამოსწორდეს?


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ასოციაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური გახდეს კომუნიკაცია ბიზნესთან იმ ბარიერებისა თუ რეგულაციების შესამსუბუქებლად, რომლებიც დამატებით ტვირთს წარმოადგენენ ბიზნესისთვის.



„ცხადია, რომ სხვადასხვა სფეროში შემოღებულმა რეგულაციებმა ასახვა პოვეს ბიზნესის საინვესტიციო აქტივობაზე. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საჯარო სექტორის საშუალო რგოლის მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დროულად, რათა ბიზნესს არ უწევდეს მოლოდინის რეჟიმში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყოფნა. ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ სფეროებში (მაგალითად ჯანდაცვა, ენერგეტიკა და სხვა) ბიზნესის აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდეს საშუალო და გრძლევადიანი ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკა, რამაც პოტენციური ინვესტორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ დარგში პოტენციურად მისაღები სარგებლის პროგნოზირებადობა და შესაბამისად უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს საინვესტიციო საქმიანობა“-აღნიშნავს ფხაკაძე. 



„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი უმთავრესი გამოწვევად,  რაც დღეს ბიზნესის წინაშე დგას  ლარის კურსის არასტაბილურობას ასახელებს. „ამ მხრივ მიველასმებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, რაც, ჩვენის აზრით, მათი თანამიმდევრულობის შემთხვევაში გახდება სტაბილური გაცვლითი კურსის წინაპირობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნაში ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის. მათ შორის მისასალმებელია უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს უფრო მეტი თანხები მიაწოდონ ეკონომიკურ სუბიექტებს.



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, გამოხატავს მზადყოფნას კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შემოთავაზებული დიალოგის პროცესში და საქართველოს მთავრობის წევრებს გაუზიაროს ბიზნეს გარემოს გაუმჯებესებისთვის აუცილებელი ღონისძიებების საკუთარი ხედვები. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ჩართულ კომპანიებს, და, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურ ინფორმაციას ვფლობთ ამა თუ იმ მიმართულებით კონკრეტული გამოწვევების შესახებ“-აღნიშნავს ფახაკაძე. 



სოფო ქსოვრელი 





სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up