საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა, იგი თავის და ასოციაციის სამომავლო გეგმებზე პირველ კომენტარს “კომერსანტთან აკეთებს:
როგორია BAG-ის ახალი პრეზიდენტის პრეზიდენტის ხედვები სამომავლო გგეგმებსა და პროგნოზებზე; რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს ბიზნესასოციაცია მისი ხელმძღვანელობის პერიოდში და რა რჩება ბიზნესის მთავარ გამოწვევად?
— მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ბიზნესმენმა მოგვაწონდა, ეს უახლოეს მომავალში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.
-ბიზნესი ყველაზე ხშირად ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს, მათ შორის თავად თქვენი ასოციაციის წარმომადგენლებიც ამახვილებენ ამ პრობლემაზე ყურადღებას.
როგორია პირადად თქვენი ხედვა ამ პრობლემისადმი და რაც მთავარია, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
— ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებასთან არსებობს კომუნიკაციის პრობლემა. თუ ჩვენი რომელიმე წევრისთვის ამ სახის პრობლემა მაინც დგას, ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ხელისუფლების ნებისმიერ შტოსთან კომუნიკაციის დამყარებაში; ობიექტური და სამართლიანი პრობლემების წამოწევასა და შესაძლებლობის ფაგრლებში მათ გადაწყვეტაში. ასოციაციაც სწორედ იმიტომ არსებობს, რომ იყოს ეფექტური ხიდი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის და ვფიქრობთ, ამ მისიას კარგად ვასრულებთ.
-ზოგადად,
რა იქნება თქვენი პრიორიტეტი ბიზნესთან დაკავშირებით?
- ასოციაციის მთავარი პრიორიტეტია ზრუნვა ბიზნესის შემდგომი გაძლიერებისთვის, რამეთუ ძლიერი ბიზნესი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას, ხოლო ძლიერი ეკონომიკა არის ნებისმერი ნორმალური ქვეყნის წარმატების საწინდარი. ძლიერი ეკონომიკა უდრის დასაქმებულ ადამიანებს, მსყიდველობითი უნარის მატებას და სიღარიბის დაძლევას, ზოგადად საზოგადოებრივ განვითარებას და ასე შემდეგ.
-დღევანდელი სიტუაციიდან და მიმდინარე პროცესებიდან გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები - ავიამიმოსვლები, ტურიზმი და ღვინო. მათ შორის „აირზენა“ არის თქვენი ასოციაციის წევრი. თამაზ გაიაშვილი წლებია, ნაციონალური ავიაკომპანიისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ითხოვს. ეს თემა ახლაც აქტუალური გახდა .
-თუ მსჯელობთ ამ საკითზე და ბიზნესასოციაცია ხომ არ გახდება ერთგვარი მედიატორი კომპანიასა და ხელისუფულებას შორის? (სუბსიდირების საკითხის დაყენებას , ხომ, არ აპირებთ?)
-ჩვენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუშინდელ ყრილობაზე მივიღეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ავღნიშნეთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები აცნობიერებენ იმ მოკლევადიან ეკონომიკურ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ქმედებებმა. შესაბამისად, მზად ვართ, გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მაქსიმალურად შემსუბუქდეს ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რითაც დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყანა დაძლევს ამ მოკლევადიან გამოწვევებს. ასოციაცია მართლაც არის მედიატორი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის და ვფიქრობთ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ამ მოკლევადიანი პრობლემების მშვიდობიანად და ეფექტურად დაძლევას.
-თუ მუშაობთ ტურიზმისა და ღვინის პრობლემასთან დაკავშირებით და თუ გაქვთ უკვე შემუშავებული კონკრეტული ხედვები, როგორ დაეხმაროთ ხელისუფლებას?
— საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუშაობს როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტები და ამ ფორმატში მოხდება ამ საკითხების გაანალიზება და განხილვა. ვგეგმავთ კომიტეტების საქმიანობის შემდგომ გაძლიერებას.
შეგახსენებთ, გუშინ BAG-ის საერთო ყრილობაზე წევრების უმრავლესობამ მხარი „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ სოსო ფხაკაძეს დაუჭირა. ის ერთადერთი კანდიდატურა იყო.რაც შეეხება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტის პოსტს, მას ლაშა პაპაშვილი დაიკავებს. კიდევე ერთი სიახლე არის ის, რომ მოხდება ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო და სამეთვალყურეო საბჭოს შეერთება. გუნდი 25 წევრით დაკომპლექტდება.შეგახსენებთ, რომ აქამდე აღნიშნული ორგანოები ცალ-ცალკე ოპერირებდნენ.
ცნობისთვის, გიორგი ჭირაქაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა, რის შემდეგაც ასოციაციის წესდების თანახმად, ყრილობის ჩატარებამდე პრეზიდენტის პოზიცია ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.
სალომე ლემონჯავა