სოსო ცისკარიშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენამ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაამკვიდროს

სოსო ცისკარიშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენამ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაამკვიდროს

access_time2016-03-11 15:55:59


ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასები თებერვალში, იანვართან მიმართებით 4,5 %-ით შემცირდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ფანასკერტელის ინდექსის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ფასები უფრო მეტად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც იწვევს ფანასკერტელის ინდექსის კლებას. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ფასების კლება დროში ემთხვევა ფარმაცევტულ ბაზარზე ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას. ახალი კომპანიის მედიკამენტები, არსებულ ანალოგებთან შედარებით, საშუალოდ 30 %-ით იაფია. „ეს გარემოება ცხადყოფს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს“,-აცხადებენ აფბაში.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება, რა კავშირია ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასსა და ახალი მოთამაშის გამოჩენას შორის.მისი აზრით, ფარმაცევტული ბაზარიც ჩვეულებრივი ბიზნესის წესებით იმართება, სადაც ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენამ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაამკვიდროს:

„ახალი მოთამაშის ბაზარზე გამოჩენა, რასაკვირველია, გაზრდის კონკურენციას. ბიზნესის ანა-ბანა გახლავთ, რომ ძლიერი კონკურენტის გამოჩენისას უნდა შეელიო შენს მადიან წარსულს და შეძლო სიახლის დანერგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისკენ წახვალ. თუმცა, შავი პიარი უკვე აუგორეს ამ ახალ კომპანიას, თითქოს ჰუმანითი ჯორჯიას იაფი წამლები უხარისხოა. ჩემი აზრით, ეს ზედმეტი შფოთის დანერგვის სურვილია და კონკურენციის არცთუ პატიოსანი გამოვლინება“, - აცხადებს ექსპერტი.


ცისკარიშვილის აზრით, გარკვეული წამლების ნაწილი დროებით გაძვირდა, რასაც ასევე, ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენას უკავშირებს:

„ჰუმანითის შემოსვლისას საფრთხე იგრძნეს ადგილობრივმა ფარმაცევტულმა სუბიექტებმა და გაიზარდა ფასები, რომ რაც შეიძლება დიდი თანხა მოაგროვონ, ვიდრე კონკურენციის გამო, ფასების დაკლება მოუწევთ“.

ექსპერტის განცხადებით, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესი:

„უფრო მკაფიო და სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ პაციენტებს, რომელ აფთიაქში რომელი წამალი რა ფასად იყიდება.მუდმივი ინფორმაცია უნდა იყოს ინტერნეტსივრცეში მაინც. ის ექიმები,  რომლებიც თავისუფალი არიან ნებისმერი სახის გავლენისგან, ითვალისწინებენ საზოგადოების  ფინანსურ პრობლემებს და ცდილობენ, უფრო იაფი წამლები გამოწერონ,“-ამბობს სოსო ცისკარიშვილი.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up