სოსო არჩვაძე: ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა

სოსო არჩვაძე: ხელისუფლების გადაწყვეტილებას საარჩევნო ასპექტში ვერ განვიხილავთ, ეს მთავრობის სტრატეგიული კურსის გამოვლინებაა

access_time2018-11-19 13:16:23


"ჯერ კიდევ ფინანნსთა მინისტრის რანგში ყოფნის დროს მამუკა ბახტაძე ამ იდეებს აჟღერებდა. ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის რომ საქართველოში ბიზნესსსაც და მოსახლეობასაც შეექმნას გარკვეული შეღავათი და უკეთესი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და ცხოვრებისათვის. ეს არ არის დეკლარაციული განცხადება. რომ შევხედოთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, იქ სოციალური ხარჯები იზრდება დაახლოებით 10 პროცენტით და საგადასახადო ტვირთი უმცირდება ბიზნეს და მოსახლეობას 160-180 მილიონამდე ლარამდე. თუ ამ საკითხის სხვადასხვა კომპონენტებიდან  და  მთლიანობაში შევხედავთ,  ვღებულობთ შემდეგ სურათს: საბიუჯეტო შეღავთები ერთი, მეორე მხრივ საგადასახო ტვირთის შემცირება და დავალიანებისგან განთავისუფლება. თუ ამ ყველაფერს ეკონომუკური და სოციალური პოლიტიკის რანგში შევხედავთ ეს ყველაფერი უნნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესისთვის უფრო მეტი შეღვათისა და კომფორტის შექმნის საშუალება,"   ასე აფასებს პრემიერ მინისტრის ახალ ინიციატივას სტატისტიკოსი  სოსო არჩვაძე.




როგორც ცნობილია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფრო ძვირი საბანკო პროცენტები აქვთ, ვიდრე კომერციულ ბანკებს, დაახლოებით 3-4 ჯერ ძვირი. ამიტომ მთავრობის ეს გადწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავთი იქნება მათთვის, ვინც ძირითადად ვალს იღებდა თავისი ყოფითი პრობლემის გასაუმჯობესებლად. ეს მოსახლეობის 1/3 მაინც შეეხება. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მისცეს დამატებითი იმპულსები საზოგადოებაში არსებულ რესურსებს. მულტიპლიკატორული ეფექტი გააჩნია არამხოლოდ ფულს, არამედ იმ სამთავრობო გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ეს იქნება ძალიან კარგი ეფექტის მომტანი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ათავისუფლებს მოსახლების მნიშვნელოვან ნაწილს ვალებისგან და მცირე ბიზნესის ნაწილს შეზღუდვებისგან, რაც მათ ეკონომკურ საქმიანობაში აქტიური ჩართვის წინაპირობაა. ეს ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტია დავალიანებების მქონე მოსახლეობისტავის აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up