სოსო არჩვაძე: The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კვლევითაც დასტურდება, რომ ბურთი მთლიანად „ფრონტერას“ მხარეზეა

სოსო არჩვაძე: The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ კვლევითაც დასტურდება, რომ ბურთი მთლიანად „ფრონტერას“ მხარეზეა

access_time2020-07-22 19:45:01

საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად და აფიქსირებს პოზიციას, რომ ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში დაცულია - სოსო არჩვაძე უცხოურ მედიაში „ფრონტერასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაზე.

 

„ქართული მხარის მაღალი საინვესტიციო რეპუტაცია, ეკონომიკური გარემო დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის კვლევით საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს ვიკავებთ. სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „ბურთი მთლიანად „ფროტერას“ მხარეზეა“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე.

 


იგი კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით Houston chronicle -ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია.

 

„ნავთობის ამჟამინდელი მთლიანი მოპოვება საქართველოში რეკორდული, 1983 წლის დონის დაახლოებით 1.5 პროცენტია და ბოლო წლებში „სამაგალითო სტაბილურობით“ გამოირჩევა. ამ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ქართული მხარის გამარჯვებას ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ საფუძვლად სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო - ის, რომ კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვება იყო შესაძლებელი, ვიდრე იყო მოპოვებული საბჭოთა დროინდელ ნავთობის საბადოებში. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“. თუ მის პერეფრაზირებას მოვახდენთ, „ცუდი ინვესტორი - კონკურენტზე უარესია“. - დიახაც, როდესაც წლების მანძილზე კომპანია სარგებლობს სახელმწიფოებრივი პრეფერენციებით, შედეგი კი არ ჩანს საქართველოში მოპოვებული ნავთობი, მოხმარების მასშტაბებიდან გამომდინარე, ახალი წლის დადგომიდან 10 იანვრამდე თუ ეყოფა ქვეყანას, ხოლო გაზისა - კიდევ უფრო ნაკლებად - ახალი წლის დადგომიდან დილის 9 საათამდე , რა უნდა ვიფიქროთ? ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე, მისთვის „ეკონომიკური მაზოხიზმი“ მიუღებელია. და თუ ასეთი ბიზნესი მაინც ჯიუტად, „სიზიფეს შრომას“ ეწევა, თანაც ლობისტებზე საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს (ლობისტურ კომპანიაში 2019-2020 წლებში „ფრონტერას“ მიერ უკვე დახარჯულია 244 ათასი აშშ დოლარი) ძალაუნებურად გიჩნდება აზრი, ხომ არ არის ეს იმ გარე ძალების სტრატეგიული ინტერესის საგანი, რომლებსაც საქართველოში „დიდი ნავთობის“ (და გაზის) მოპოვება არ აწყობთ?! მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აძლევს შანსს „ფრონტერას“, ინარჩუნებს კონტრაქტს მასთან საქმიანობის გასაგრძელებლად საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ, ჯერ ერთი, ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია და მეორეც, იგი მოქმედებს პრინციპით, რომლიდანაც შეიძლება პარალელი იქნას გავლებული ძველ რომაულ ხატოვან გამონათქვამთან: „კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგას“. - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია, ჩრდილი მოადგეს მის საერთაშორისო საინვესტიციო, საქმიან, სამართლებრივ რეპუტაციას. ქართული მხარის მაღალი საინვესტიციო რეპუტაცია, ეკონომიკური გარემო კი დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის - The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის კვლევით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს ვიკავებთ. ახლა, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „ბურთი მთლიანად „ფროტერას“ მხარეზეა“, - წერს სოსო არჩვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up