სოსო არჩვაძე სსფ-ს ანგარიშზე - საქართველოს ეკონომიკის 0.6%-ით გაზრდა ბევრ რამეზე მეტყველებს

სოსო არჩვაძე სსფ-ს ანგარიშზე - საქართველოს ეკონომიკის 0.6%-ით გაზრდა ბევრ რამეზე მეტყველებს

access_time2020-02-13 19:32:34

სოსო არჩვაძე: სავალუტო ფონდის ანგარიშში ანგარიშში იმის აღნიშვნა, ფონდის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 20119 წელს 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს - 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა,-წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო. ,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო; უფრო მეტიც - იგი მთლიანად განპირობებულია ეკონომიკური ცხოვრების წესით და ამ უკანასკნელის ეფექტიანობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მისი დელეგაციის საქართველოში სტუმრობას 5-11 თებერვალს, რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო და საგულისხმო. შევეცდები გამოვყო ყველაზე მთავარი:

ჯერ ერთი, იგი მთლიანობაში აფასებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და მდგომარეობას საკმაოდ რთულ, დაძაბულ და მოულოდნელობებით აღსავსე 2019 წელს; მეორე, იგი ეხება და ობიექტურად აფასებს საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა მხარეს, რის საფუძველზე ხელისუფლებასაც დაა საზოგადოებასაც ეძლევა საშუალება გარედან, „ცივი გონებით“ დანახული საკუთარი მიღწევები თუ გამოწვევები სრულად გაიაზრონ და სათანადო დასკვნები გამოიტანონ;

მესამე, ანგარიში აშკარად პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეულ შედეგებს. თვით იმის აღნიშვნა, რომ სავალუტო ფონდის ადრინდელ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 20119 წელს 0.6 პროცენტული პუნქტით უფრო მეტად გაიზარდა (5.2%-ით, ნაცვლად 4.6%-სა - საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო 8 წლის მანძილზე) ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. 0.6-პროცენტიანი მეტობა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, ეს მშპ-ის თითქმის 300-მილიონიანი ზეგეგმური მატებაა!


და მეოთხე. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის აღიარება. ის, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან ფაქტობრივად სამჯერ შემცირდა (2016 წ. 12.6%-დან 2019 წ.. 4.4%-მდე), ხოლო დეფიციტის აბსოლუტური მოცულობა - 2.3-ჯერ, ამის ერთერთი თვალსაჩინო დადასტურებაა. 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პარალელურად წინმსწრებ რეჟიმში მატულობდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებები, რომელთა მოცულობამ მშპ-ის უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულს - 8 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ეკონომიკის სიმყარე, მისი მდგრადობა იმ მხრივაც დადასტურდა, რომ ასეთი ზრდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გარეშე განხორციელდა (ფისკალური დეფიციტი 2.1 პროცენტის დონეზე დარჩა). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და სავაჭრო ბალანსის წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარმილიარდიან დოლარიანმა შემცირებამ, ექსპორტის გრძელვადიანმა უპირატესმა ზრდამ იმპორტთან შედარებით (მარტო 2020 წლის იანვარში ექსპორტის მატების ტემპი 3-ჯერ უსწრებდა იმპორტის მატების ტემპს) არა მარტო კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა სავალუტო კურსის სტაბილურობაზე, არამედ ინფლაციის შეჩერებაზეც და მოამზადა პირობები ამ უკანასკნელის შემდგომი კლებისთვისაც.

– 2020 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.6 პუნქტით ნაკლები იყო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით (შესაბამისად, 6.4% და 7.0%) და არსებობს საკმაოდ მაღალი პოზიტიური კუმულატიური მუხტი იმისათვის, რომ 2020 წლის ბოლოსათვის ის მაქსიმალურად მიუახლოვდეს 3-პროცენტიან ნიშნულს. სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეიცავს პოზიტიური პროგნოზს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე 2020 წელსა და საშუალოვადიან პერსპექტივაზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ თანმიმდევრულ სტრუქტურულ რეფორმებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკას უახლოეს წლებში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ზრდის ფაქტობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ წმინდა პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ინტერესის გამოხატვის ერთადერთი სფერო”,- წერს სოსო არჩვაძე.  




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up