სოსო არჩვაძე: სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით ორმა კერძო კომპანიამ - „საქნახშირმა“ და „Steell International trades company,“-მ შეთანხმებას მიაღწია

სოსო არჩვაძე: სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით ორმა კერძო კომპანიამ - „საქნახშირმა“ და „Steell International trades company,“-მ შეთანხმებას მიაღწია

access_time2019-09-27 14:00:32

„ცოტა რამ ახალ ინვესტორზე - „Steell International trades company 100 %-ით ქართული კომპანიაა, რომელსაც კოქსის ნახშირისა და მადნის ყიდვა-გაყიდვაში უდიდესი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას სახელფასო დავალიანებისა და გარკვეული სოციალური გადასახადების გასტუმრებასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.


„თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა...სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით ორმა კერძო კომპანიამ - „საქნახშირმა“ და „Steell International trades company,“-მ შეთანხმებას მიაღწიეს და ეს უკანასკნელი კომპანიის აქტივებს გადაიბარებს.ამ პროცესის უკან გამოჩნდა საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის აქტიური და შედეგიანი საქმიანობა, რათა აღნიშნული პროცესი დროულად და წარმატებით დასრულებულიყო.


ცოტა რამ ახალ ინვესტორზე - „Steell International trades company 100 %-ით ქართული კომპანიაა, რომელსაც კოქსის ნახშირისა და მადნის ყიდვა-გაყიდვაში უდიდესი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას სახელფასო დავალიანებისა და გარკვეული სოციალური გადასახადების გასტუმრებასთან დაკავშირებით.


მედიაში მათი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი შრომის უსაფრთხოებას, დასაქმებულთა ჯანდაცვასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს უზრუნველყოფენ. გარდა ამისა პრაქტიკულად ერთ თვეში - ნოემბრის დასაწყისში, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, აღდგება მადნის მოპოვება. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი გაფართოვდება შახტები და მოპოვებითი სამუშაოები, მოხდება გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა.



ეს კარგი შედეგია. განახლებული „საქნახშირის“ შედეგად, სარგებელს მიიღებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ, პირველ რიგში, ტყიბული და ტყიბულელები, რომელთა კეთილდღეობაზეც ქვანახშირის მოპოვების განახლებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.


აღნიშნული პოზიტიური შედეგით დასრულებული პრეცენდენტი სამაგალითო უნდა გახდეს ბიზნეს-სუბიექტთა ურთიერთობაში. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელიზთ იჭმევა“-აცხადებს არჩვაძე. 


„კომერსანტი“ 





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up