სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

access_time2019-01-22 09:00:04


მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში.


საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა.


საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობას ზომავს 41-ია და 2015 წელთან შედარებით, სოციალური უთანასწორობის ზრდაზე მიუთითებს. ამასთან სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.


მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% კი მოწყვლადი ჯგუფია.


საქართველოში ჩატარებული ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, საშუალო კლასის რაოდენობა საზოგადოების 25%-ზე მეტია.


ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „OXFAM“-ის კვლევის მიხედვით კი, საქართველოში ოჯახების 60 %-ზე მეტი, სურსათს ნასესხები ფულით ყიდულობს.




სოსო არჩვაძის შეფასებით, რა კრიტერიუმითაც არ უნდა მივუდგეთ, ქვეყანაში საშუალო ფენა ძალიან მცირეა. მაღალი სოციალური და ქონებრივი დიფერენცირება კი ქვეყნის განვითარებას აფერხებს.


„როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. აქ საუბარია ფულად და არაფულად, ანუ ნატურალური ფორმით არსებულ შემოსავლებზე. თუ მხოლოდ ფულად შემოსავლებს განვიხილავთ ეს განსხვავება კიდევ უფრო მეტია.

სტატისტიკა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პრობლემის სიმწვავე იხსნება. რეალურად დღესდღეობით საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის იმ დონისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო, არ მიუღწევია. გარდა ამისა,საბჭოთა პერიოდში სხვაობა მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის 4-5-ჯერ თუ განსხვავდებოდა, შესაბამისად ამ პერიოდთან შედარებით ის უთანასწორობა, რაც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო მწვავეა,“ განაცხადა სოსო არჩვაძემ.


მისივე აზრით, ქვეყანაში საშუალო ფენის ფორმირებისთვის ბიზნესის განვითარება და სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში გადასვლაა საჭირო.


„ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის საჭიროა, სამეწარმეო კულტურის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და განსახელმწიფოებრიობა, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების მოსახლეობის საკუთრებაში გადასვლა.მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი ათწლეულია საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით, ჯერ კიდევ ბევრ აქტივს, მათ შორის აგრარულ სექტორში სახელმწიფო ფლობს და მოსახლეობაში საკუთრების განცდა დაბალ დონეზეა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ინკლუზიური განვითარების პრინციპების მიხედვით უნდა წარიმართოს და სახელმწიფო საკუთრება მცირე ჯგუფის ხელში კი არა, მრავალრიცხოვან მესაკუთრეთა ჯგუფის ხელში გადავიდეს,“-განაცხადა სოსო არჩვაძემ.


არჩვაძის განმარტებით, სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული პოზიტიური ცვლილებები სახეზეა, თუმცა კვლავ მრავალი რამაა შესაცვლელი, მათ შორის საგადასახადო სისტემა.


„სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, გადასახადების ესტონური მოდელი ძალიან კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის განვითარებას შეუქცევადი ხასიათი მიეცეს და ეს შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობაში აისახოს.


საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლება მოკლებულია აქტიური ფისკალური საგადასახადო მანევრების განხორციელებას, კანონებიდან და საკონსტიტუციო ნორმიდან გამომდინარე, მთელი დატვირთვა მოდის ისეთი ტიპის გადასახადებზე, როგორიცაა აქციზი. აქციზის ტვირთი მოსახლეობაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება, ხოლო პროგრესული გადასახადები შემოსავალსა და კაპიტალზე საზოგადოების მაღალშემოსავლიან ფენაზეა ორიენტირებული. თუ ეს მექანიზმი არ შეიცვალა, ჩვენ დავრჩებით მოწინავე ქვეყნად შემოსავლის დიფერენცირების კუთხით მდიდრებსა და ღარიბებს შორის,“- აღნიშნა სოსო არჩვაძემ.


აღსანიშნავია, რომ ექსპერტების მხრიდან აქტიური განხილვის პარალელურად, სოციალური ფონის გაუარესება, უმუშევრობის ზრდა და ქვეყანაში საშუალო ფენის სიმცირე პოლიტიკურ წრეებშიც აღიარებული პრობლემებია და ხელისუფლების წარმომადგენლები, სწორედ სიღარიბეს ასახელებენ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევად.





მარიამ ტიტვინიძე




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up