სოსო არჩვაძე - საქართველოს ხელისფლების მიერ პამდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის შედეგები გლობალური მასშტაბით საუკეთესოა

სოსო არჩვაძე - საქართველოს ხელისფლების მიერ პამდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის შედეგები გლობალური მასშტაბით საუკეთესოა

access_time2020-08-21 14:46:46

„საქართველოს ხელისფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის შედეგები გლობალური მასშტაბით ერთერთი საუკეთესოა. - ჩვენს ქვეყანაში, თავის ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით, მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე, ჯერადად ნაკლებია COVID-19-ით ინფიცირებისა და ლეტალური შედეგის დადგომის სიხშირე. ამის პარალელურად, პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს. მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად, ითვალისწინებს ოჯახებისათვის სოციალური დახმარების პაკეტის ფორმირებისა და რეალიზაციის, მათ შორის 17 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას, რაც საგრძნობი შეღავათია ბავშვებისათვის აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნების, მათ შორის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საგნების შესაძენად.


რომ იტყვიან, „შუბი ხალთაში არ იმალება“ და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მიერ ჩატარებულმა კვლევამ მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები ეფექტიანია და ის ჩვენს მოქალაქეებს მართლაც მნიშვნელოვნად უმსუბუქებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს. ამასთან, კვლევის შედეგების საფუძველზე, ჩამოყალიბებული იყო რეკომენდაცია ყოველ 17 წლამდე ასაკის ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემის თაობაზე. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, რომლის „საფირმო ნიშანი“ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სისწრაფე და ოპერატიულობაა, უკვე მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ტიპის დახმარების 200-ლარიან ფორმატზე, რაც 4-ჯერ აღემატება Unicef-ის რეკომენდირებულ პარამეტრს.


ამგვარი შემწეობა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას, პირველ რიგში, ბავშვებს და ხელს შეუწყობს არათუ სიღარიბის ზრდის ტემპის შემცირებას, არამედ სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან კლების პროცესსაც.
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ რამდენჯერმე გაზარდა გლობალური მასშტაბით უმუშევრობისა და დაკარგული სამუშაო ადგილების რაოდენობის მაჩვენებლები, რაც პირდაპირ აისახება მოზარდების, ბავშვების კეთილდღეობაზე. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი (და მთლიანობაში, ანტიკრიზისული გეგმის რეალიზაცია) ემსახურება პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მაქსიმალურად შემსუბუქებასა და სიღარიბის წინააღმდეგ თანმიმდევრულ ბრძოლას. აღნიშნული პროცესის თანმიმდევრობა და ეფექტიანობა კი, თავის მხრივ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დაადასტურა~. - წერს სოსო არჩვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up