სოსო არჩვაძე: საქართველოს წარმატება დისტანციურ სწავლებაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას სამაგალითოდ მიაჩნია

სოსო არჩვაძე: საქართველოს წარმატება დისტანციურ სწავლებაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას სამაგალითოდ მიაჩნია

access_time2020-05-07 19:19:45

ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის, ანდრეას შლაიხერის შეფასებას ეხმიანება, რომელმაც საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყანებად დაასახელა.


არჩვაძის თქმით, მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მიერ ჩვენი ქვეყნის სამაგალითოდ მოხსენიება, უბრალო შექება არ არის და ეს მორალური გამარჯვებაცაა, თანაც ისეთ ქვეყანასთან „ტანდემში“, როგორიც ფინეთია.


,,OECD - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - მსოფლიოს ეკონომკურად უძლიერეს 37 ქვეყანას აერთიანებს, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის თთქმის 2/3 მოდის. ამ ქვეყნების ეკონომიკური წარმატება კი განათლებისა და მეცნიერების მიმართ სწორი სტრატეგიისა დაა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგიცაა. და ასეთი „ბეგგრაუნდის“ მქონე მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის ჩვენი ქვეყნის ს ა მ ა გ ა ლ ი თ ო დ მოხსენიება არ არის უბრალო შექება, ეს ფაქტობრივად მორალური გამარჯვებაცაა. თანაც ისეთ ქვეყანასთან „ტანდემში“, როგორიც ფინეთია. - სახელმწიფო, რომელიც ადამიანისეული განვითარების ინდექსით მსოფლიოში 12-ე, ხოლო ეკონომიკური განვითარების დონით - 24-ე ადგილზეა“,- წერს სოსო არჩვაძე.


ეკონომიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებენ ზოგადად, საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და არც სათანადო რეკომენდაციებს იშურებენ.



არჩვაძის თქმით, OECD-ის ერთერთ მაღალჩინოსანს ეს შეფასება მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, მათ შორის დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თაობაზე საქართველოს წარმომადგენლის, მინისტრ ჩხენკელის ერჯერადი მოხსენების საფუძველზე არ გაუკეთებია.


,,ეკონომიკური განვითარების მხრივ საქართველო მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის პირველი და მეორე ასეულების მიჯნაზე იმყოფება (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით: ოფიციალური კურსით - 107 ადგილზე, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის მიხედვით - 98-ე ადგილზე). მაგრამ ისეთი კომპლექსური მაჩვენებლით, როგორიცაა ადამიანისეული განვითარების ინდექსი (HDI), საქართველო გაცილებით წინ - 70-ე ადგილზეა. აღნიშნული სხვაობა ძირითადად სწორედ განათლების დონის, სახელმწიფო და კერძო სექტორის განათლებაზე გაღებული ხარჯებისა და ყურადღების შედეგია. და თუმცა არ არსებობს ხისტი კორელაცია განათლებაში ჩადებულ ხარჯების ზრდასა და განათლების დონის ზრდას შორის, მთლიანობაში მათ შორის დადებითი კორელაცია ცალსახაა. თვით საქართველოში რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებლის არსებობაც კი, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილში ირონიით აღიქმება, სწორედ ჩვენი საზოგადოების, მისი რიგითი წევრების განათლებისაკენ იმანენტური სწრაფვის მკაფიო გამოხატულებაა. სახელმწიფო სატელევიზიო არხის მეშვეობით ჩატარებული კვალიფიციური ლოგიკური და თვალსაჩინოებით გაჯერებული დისტანციური გაკვეთილები ხელმისაწვდომი და გასაგებია ყოველი მოსწავლისათვის.


ბევრი მშობელი (და არა მარტო ისინი), „ცალი თვალითა და ყურით“, თავადაც ინტერესით ადევნებს თვალყურს ტელევიზიით ჩატარებულ გაკვეთილებს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლები ინტერესით და შთაბეჭდილებებით ადევნებენ სწავლების დისტანციურ პროცესს საქართველოში აკრედიტირებული მრავალრიცხოვანი საზღვარგარეთული წარმომადგენლობების და ინსტიტუტების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები და თან - სათანადო დასკვნებსაც აკეთებენ. ამიტომ, ზემოაღნიშნული დასკვნა OECD-ის ერთერთ მაღალჩინოსანს მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების, მათ შორის დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თაობაზე საქართველოს წარმომადგენლის, მინისტრ ჩხენკელის ერჯერადი მოხსენების საფუძველზე არ გაუკეთებია. მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები სისტემატურ მონიტორინგს აწარმოებენ ზოგადად, საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და არც სათანადო რეკომენდაციებს იშურებენ. ამიტომ, ის, რომ საერთაშორისო დონეზე მსოფლიოს ქვეყნების შორის განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იქნა შეფასებული, ეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის, არამედ მთლიანად საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დადებით შეფასებად უნდა მივიჩნიოთ” ,- წერს სოსო არჩვაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up