სოსო არჩვაძე: საგარეო ვაჭრობა, მათ შორის ექსპორტი, სტაბილურად იზრდება ორნიშნა რიცხვებში გამოსახული ტემპებით

სოსო არჩვაძე: საგარეო ვაჭრობა, მათ შორის ექსპორტი, სტაბილურად იზრდება ორნიშნა რიცხვებში გამოსახული ტემპებით

access_time2021-10-13 12:45:15

„საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ბიზნეს-აქტიურობის ამაღლება ადეკვატურად აისახება ქვეყნის საგარეო-ეკონომიკურ აქტივობაში. საგარეო ვაჭრობა, მათ შორის ექსპორტი, სტაბილურად იზრდება ორნიშნა რიცხვებში გამოსახული ტემპებით, ამასთან, ექსპორტის ზრდის ტემპი როგორც მთლიანად მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, ისე მხოლოდ სექტემბერში, საგრძნობლად უსწრებს ქვეყნის ეროვნული პროდუქტის ზრდის ტემპს,” – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი  სოსო არჩვაძე „საქსტატის“ მიერ 2021 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემს.

2021 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.8 პროცენტით და 373.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისიდან მთლიანად, ადგილი ჰქონდა ექსპორტის 24.0 პროცენტიან ზრდას, ხოლო მოცულობამ 2981.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

სოსო არჩვაძის განცხადებით, როგორც იანვრის, ისე მთლიანად იანვარ-სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბეს პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებს (შესაბამისად, 22.3 პროცენტით და 9.0 პროცენტით). მისი თქმით, ექსპორტის ყოველდღიური, სადღეღამისო მოცულობა 2021 წლის სექტემბერში 2270 ათასი აშშ დოლარით აღემატებოდა პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2021 წლის სექტემბერში იმპორტმა შეადგინა 1299.4 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანად იანვარ-სექტემბერში - 7028.4 მლნ. აშშ დოლარი. ზრდის ტემპებმა შესაბამისად შეადგინა, +23.4% და + 21.6%. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2021 წლის სექტემბერში 40.4 პროცენტი, ხოლო მთლიანად იანვარ-სექტემბერში - 42.4 პროცენტი შეადგინა.


სოსო არჩვაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ექსპორტი აღემატებოდა მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 14.5 პროცენტით, იმპორტი, შესაბამისად, - 23.1 პროცენტით და მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი - 20.5 პროცენტით. მისი თქმით, იმპორტის რამდენადმე წინსწრები ზრდა ექსპორტის ზრდასთან შედარებით დიდწილად უკავშირდება საქართველოს სატრასპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის და მნიშვნელობის ამაღლების გამო რეექსპორტის ასევე საგრძნობ ზრდას - გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20.0 პროცენტით. რეექსპორტის ყოველდღიური, საშუალო სადღეღამისო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 0.5 მლნ. აშშ დოლარითაა გაზრდილი.

„საქართველოს აქტიური ჩართვა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, ქართული პროდუქციის უფრო ფართო და მყარი პოზიციონირება მსოფლიო სავაჭრო რუკაზე ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების წარმატებული რეალიზაციის შედეგია,“ - წერს სოსო არჩვაძე  საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up