სოსო არჩვაძის შეფასება საშუალო კლასის 25%-მდე გაზრდაზე -  რა კრიტერიუმითაც არ უნდა მივუდგეთ, ქვეყანაში საშუალო ფენა ძალიან მცირეა

სოსო არჩვაძის შეფასება საშუალო კლასის 25%-მდე გაზრდაზე - რა კრიტერიუმითაც არ უნდა მივუდგეთ, ქვეყანაში საშუალო ფენა ძალიან მცირეა

access_time2018-12-21 10:00:44

მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით,  საქართველოში საშუალო ფენა 7%-ს არ აღემატება, 32% ღარიბია, 37% - ზომიერად ღარიბი, 24% - მოწყვლადი ჯგუფი .


თუმცა სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებული ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა (საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი”) , რომლის მიხედვითაც საქართველოში 2017 წლის მონაცემებით, საშუალო კლასის რაოდენობა საზოგადოების 25%-ზე მეტია.



კომერსანტი დაინტერესდა რამდენად ადეკვატურად ასახავს ეს მაჩვენებლები რეალობას.


სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე კვლევის  ("საშუალო კლასი საქართველოში: რაოდენობრივი შეფასება, დინამიკა და პროფილი”) ავტორებს სერიოზულს და სანდოს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ სხვადასხვა მეთოდოლოგია განსხვავებულ შედეგს იძლევა.


„ზოგადად, საშუალო ფენის განსაზღვრის მრავალი კრიტერიუმია, არ არსებობს უნივერსალური მეთოდოლოგია ამ მაჩვენებლის შესაფასებლად. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ-სტატსტიკურ მაჩვენებლებს დაეყრდნენ მკვლევარები, თუმცა არსებობს სხვა მიდგომებიც,  მაგალითად, თვითშეფასება, როცა ადამიანი საკუთარ მდგომარეობას თვითონ განსაზღვრავს და ასახელებს იმ ფენას, რომელსაც მიეკუთვნება. ადამიანი თავად უფრო ადეკვატურად აცნობიერებს საკუთარ სოციალურ მდგომარეობას, თუმცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხალხი იმაზე უკეთეს მდგომარეობაშა ვიდრე თავად ჰგონიათ. ამაზე შეფასება თქვენთვის მომინდია. 



ასევე არსებობს დაყოფა სოციალური სტანდარტების მიხედვით, როდესაც აპრიორი ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელი კონკრეტულ ფენას მიეკუთვნება, მაგალითად დამლაგებელი დაბალ ფენას, მსახიობი საშუალოს და ა.შ.,“
-განაცხადა სოსო არჩაძემ.



სტატისტიკოსის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო რთულია საშუალო ფენის ზუსტი განსაზღვრა.


„საქართველო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა, სახეზეა მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის შემოსავლებისა და დაგროვების ასიმეტრიული განაწილება , ანუ გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები აქვთ, მაგრამა არ აქვთ დაგროვილი ქონება, მაგალითად იძულებით გადაადგილებული პირები, არის საპირისპირო შემთხვევებიც, ამიტომ რა კრიტერიუმით მივუდგებით კვლევას ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედეგს,“  განმარტა სოსო არჩვაძემ.


მარიამ ტიტვინიძე




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up