სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა  ინვესტორების  პოზიტიურ მოლოდინებზე და ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე მიანიშნებს

სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდა ინვესტორების პოზიტიურ მოლოდინებზე და ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე მიანიშნებს

access_time2019-08-15 16:30:40


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს, რომელსაც უცველელად გთავაზობთ:


პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2018 წელს 1265.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამ წელს საქართველოში წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 7.8 პროცენტია. ამ სახის ინვესტიციების მოცულობა წინა,2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად - 35.5 პროცენტითაა შემცირებული, რაც ძირითადად განპირობებულია ისეთი გარემოებებით, როგორებიცაა: 1. მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულება; 2. უცხოური კომპანიების ქართულ კომპანიებად დარეგისტრირება, რაც მართალია, ნომინალურად ამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, თუმცა აყალიბებს და ზრდის მათ ფისკალურ ვალდებულებას საქართველოს ბიუჯეტის მიმართ, რაც ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს. 3. ქართული ბიზნესი, აქტივებისა და პოტენციალის ზრდის კვალობაზე სულ უფრო ინტენსიურად ახორციელებს უცხოური კომპანიებისთვის არსებული დავალიანების გასტუმრებას. - ვალდებულებების შემცირება/სასესხო დავალიანების დაფარვა არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ და რამდენიმე საწარმოს ფლობაში არარეზიდენტების წილის შემცირება კი, მართალია, ასევე ნომინალურად ამცირებს უცხოური ინვესტიციების მოცულობას, მაგრამ იმავე მასშტაბით ზრდის სამამულო ბიზნესის, სამეწარმეო სექტორის ეკონომიკურ პოტენციალს. ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა სტატისტიკურად ილუზიური ნეგატიური დატვირთვის მატარებელი უფროა, რაც ინფორმაციის გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს აშკარად აბნევს და არასწორი დასკვნების გაკეთებისაკენ უბიძგებს. რეალურად, სტატისტიკური მონაცემების არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ „ისე ნამდვილად არ წვიმს, როგორც ქუხს“.


კერძოდ, მიუხედავად შემცირებისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/5 რეალურ სექტორზე (მრეწველობა, მშენებლობა, სტარანსპორტო ინფრასტრუქტურა....) მოდის, რაც ამ სფეროებში კვლავწარმოების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით მიანიშნებს ინვესტორების რწმენაზე, პოზიტიურ მოლოდინებზე, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების შესახებ.


უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი მოდის სამ ქვეყანაზე (აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო). ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების წილი 5-ჯერ და მეტად აღემატება ამავე ქვეყნების წილს იმპორტის მთლიან მოცულობაში (9.9%), რაც ამ ქვეყნებთან მყარ, გრძელვადიან და სტაბილურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.


რეინვესტირების წილის ზრდა (3.2 პუნქტით) ცალსახად აფიქსირებს ინვესტორების გრძელვადიან ეკონომიკურ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკით, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება კვლავწარმოების ერთი ციკლის პერიოდულობას.


2012 წლის შემდეგდროინდელ, „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსწლიან პერიოდში (2013-2018 წწ.) საქართველოში შემოვიდა 1.2 პროცენტით უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდში. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა 2013-2018 წლებში წინა 9-წლიანი პერიოდის (2004-2012 წწ.) შესაბამის მაჩვენებელს 1.5-ჯერ და მეტად აღემატებოდა (51.9%-ით). ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობაზე მოდის საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა (2017 წ. - 1962.5 მლნ. აშშ დოლარი), რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობისას მიღწეულ მაქსიმალურ მაჩვენებელს (2007 წ., 1764.7 მლნ. აშშ დოლარი) 11.2 პროცენტით აღემატება.
ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ ზემოხსენებული გარემოებების გამო, 2018 წელს საერთო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე დააფიქსირა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების შემცირებისა და შიდა, ენდოგენური ფაქტორებზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია. – 2018 წელს, ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის უზრუნველმყოფი კაპიტალის მხოლოდ 22.2 პროცენტი იყო უცხოური წარმომავლობის, მაშინ როდესაც 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტს აღემატებოდა. მთლიანობაში, 2013-2018 წლებში ინვესტიციების საშუალო წლიურმა მოცულობამ ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში 10.0 პროცენტი შეადგინა.



(NS)





StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up