სოსო არჩვაძე: მსოფლიო ბანკის შეფასება მნიშვნელოვანი რეპუტაციული ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

სოსო არჩვაძე: მსოფლიო ბანკის შეფასება მნიშვნელოვანი რეპუტაციული ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

access_time2019-01-10 12:38:19


მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას ექსპერტები აფასებენ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ადრინდნდელ მაჩვენებელთან შედარებით „წამატებული“ 0.2 პროცენტი, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბებიდან გამომდინარე, დამატებით 85 მილიონი ლარის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებას ნიშნავს.


„მსოფლიო ბანკის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია არ არის. იგი, მნიშვნელოვანწილად, რეპუტაციული ინდიკატორიცაა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მის სისტემურ მდგრადობაზე და განვითარების პოტენციალზე. მით უფრო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მატება ადრინდელ შეფასებებთან შედარებით ასევე დააფიქსირეს ისეთმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი. აღნიშნული ინფორმაცია პირდაპირი პოზიტიური გზავნილია უცხოელი ინვესტორებისათვის. იმ ეკონომიკური, ფინანსური, საქმიანი თუ პოლიტიკური წრეებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ ურთიერთობა საქართველოსთან ან განზრახული აქვთ, ქართულ ბიზნეს წრეებთან ურთიერთობების დამყარება“,-აცხადებს ეკონიმიკის ექსპერტი.


სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პოზიტიური დატვირთვა განსაკუთრებით ფასეულია ჩვენი მეზობლებისა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების - თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ეკონომიკების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების შემცირების ფონზე. დასახელებულ ქვეყნებზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 40 პროცენტი და ჩვენი აგრო-სასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი. „ყოველივე ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკას გააჩნია საკმაოდ მაღალი მდგრადობის დონე, სტაბილური განვითარების პოტენციალი, რაც ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის შედეგია“,-აცახდებს სოსო არჩვაძე.



შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წლისთვის 0.2 პუნქტით - 5.0 პროცენტამდე გაზარდა, რაც ერთერთი მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.


CN





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up