სოსო არჩვაძე: „ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია“

სოსო არჩვაძე: „ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია“

access_time2019-12-14 13:20:25

„ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 345.9 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია. ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია“ - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ განაცხადა.

 მისი თქმით, ნოემბერში საგარეო ვაჭრობაში ასეთმა წარმატებებმა გააამყარეს საგარეო ვაჭრობის წლის პოზიტიური ტრენდი - მთლიანად იანვარ-ნოემბერში, წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.7 პროცენტით, უარყოფითი ბალანსის მოცულობა შემცირდა 10.3 პროცენტით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 5.2 პუნქტით - 36.4%-დან 41.6%-მდე.

„აღნიშნული პოზიტიური ძვრები საგარეო ვაჭრობაში, აგრეთვე  ამ ზაფხულს გაკეთებულ ეკონომიკურ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი ზრდა, ექსპორტით მიღებული შემოსავლების ცნობილი მიზეზების გამო 3-თვიანი ვარდნის შემდეგ მატების დამაიმედებელი, მზარდი ტემპი, ფულადი გზავნილების საგრძნობი ზრდა ქმნიან საკმაოდ სოლიდურ საფუძველს არა მარტო ეკონომიკის ზრდის, არამედ საგადამხდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესების, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების, ინფლაციის დათრგუნვისა და მისი თანდათანობითი შემცირების უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით სერიოზული პოზიტიური მუხტის მატარებლად უნდა ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიევში სუამის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები მის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.


„არის ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ დამდეგ ახალ წელს მეტი, მზარდი პოზიტიური კუმულატიური ფაქტორებით და, შესაბამისად, ოპტიმისტური განწყობით შევხვდეთ“ - განაცხადა არჩვაძემ.





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up