სოსო არჩვაძე - „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

სოსო არჩვაძე - „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

access_time2019-08-17 19:07:53


„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა იოსებ არჩვაძემ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „Fitch“ ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.

იოსებ არჩვაძემ პარალელი გაავლო 1998 წელს რუსეთის კრიზისის გავლენასთან საქართველოს ეკონომიკაზე, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდა 3-ჯერ შემცირდა, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2 თვეში 1,4 - დან 1,8 - მდე გაუფასურდა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთს არანაირი სანქცია საქართველოს მიმართ არ ჰქონდა გამოცხადებული. მისი თქმით, „იმ დროს საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთისაზე იმდენად იყო მიბმული, რომ იქაურმა კრიზისმა ჩვენც ძალიან დაგვაზიანა. დღეს, როდესაც სანქციურ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე მხოლოდ 0,3 პროცენტია, რაც მთელი რიგი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში კი ქვეყანა საკმაოდ მდგრადია,“.

ეკონომიკის დოქტორის განცხადებით, ეს დასტურდება იმითაც ქვეყანას ცალსახა დადებითი პოზიცია აქვს საგადამხდელო ბალანსისა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების მიმართულებით. მისი თქმით, წელს 7 თვის მანძილზე სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ნახევარი მილიარდი დოლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8 პუნქტით გაიზარდა.


იოსებ არჩვაძემ ხაზი გაუსვა “Fitch” - ის შეფასებას, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები უფრო მაღალი გვაქვს, ვიდრე სამეზობლო ქვეყნებს მიუხედავად იმისა, რომ დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, მიმდინარეობს მცოცავი ბორდერიზაცია და მოქმედებს რუსეთის ავიაემბარგო. „ყოველივე ამის მიუხედავად, ის დაახლოებით 1,5 - ჯერ აღემატება მსოფლიოს საპროგნოზო მაჩვენებელს, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარეობს,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.


თეგები:
Fitch



ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“
access_time2019-11-21 14:48:14
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს: „მოკლედ ეხლა ეკონომიკას ვერაფერს შველიან და ოცნება და მისი ხელისუფლება ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავს ხელს ამ ლარის კურსზე და ადრე მე რომ პრეტენზიებს ვუცხადებდი ესენი გადაფარებულები იყვნენ და ეხლა ჩემი დასაცვი გახდება ვატყობ. კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე...

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე
access_time2019-11-21 14:15:19
 „კურსზე,ფასებზე, ფულის მასასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მისი ბოლო ორი ხელმძღვანელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ლარის კურსი ძალიან ცუდ დღეშია და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ბიზნესს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა“ - იმპორტიორი  შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიებზე ლარის კურსის გავლენას აფასებს, როგორც მთავარ შემაფერხებელ ძალას ბიზნესის განვითარებისთვის. ლარის...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების  წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“
access_time2019-11-21 13:15:58
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება. სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან...

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს
access_time2019-11-21 13:03:16
Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში - კომპანია ბორუსან კატი მასშტაბურ ღონისძიებას მართავს თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართება 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა...


მსგავსი სიახლეები

up