სოსო არჩვაძე ფადი ასლის კრიტიკას ბინადრობის კანონპროექტის მიმართ გადაჭარბებულს უწოდებს

სოსო არჩვაძე ფადი ასლის კრიტიკას ბინადრობის კანონპროექტის მიმართ გადაჭარბებულს უწოდებს

access_time2018-11-13 17:59:49

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ფადი ასლის კრიტიკას ბინადრობის კანონპროექტის მიმართ გადაჭარბებულს უწოდებს.


„ როგორც წესი, უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან არა მარტო და არა იმდენად ბინადრობის ფინანსური ცენზის მიხედვით, არამედ მთლიანად როგორია ბიზნესგარემო, რამდენად არის ქვეყანაში სამართლებრივი ფონი, რამდენად არის შესაძლებელი რესურსების გამოყენება ბიზნესის გასაკეთებლად და მთელი რიგი ასპექტებით. ბინადრობის უფლებას ერთ- ერთი არა ერთადერთი ფუნქცია აკისრია ბიზნესით დაინტერესებისას, ამიტომ ლაპარაკი იმაზე , რომ ამ ცენზის გაზრდა ინვესტორებს დააფრთხობს, ეს ცოტა გადაჭარბებულია, და არასწორია.


სულ ახლახან ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო რეიტინგით მეექვსე ადგილზე მოხვდა და გადაუსწრო აშშ-საც ეს ნიშნავს, რომ ნდობა ქართული სამართლებრივი გარემოსადმი ბიზნესის წამოწყების კუთხით არის საკმაოდ მაღალი, ფასდება საქართველოში არსებული მდგომარეობა რომ ეს არის ბიზნესისთვის საინტერესო სასარგებლო და რაც მთავარია უსაფრთხო.- განაცხადა სოსო არჩვაძემ.




საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ „ბინადრობის შესახებ“ კანონპროექტს სულელური უწოდა და განაცხადა, რომ ცვლილებები, რომელიც ამკაცრებს საქართველოში ბინადრობის უფლებას, ინვესტორებს დააფრთხობს, საქართველოს კი კონკურენტუნარიანობას დუკარგავს. მაგალითად სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა პორტუგალია მოიყვანა, სადაც ბინადრობის უფლების მიღება 5 წლით 400 ათას ევროდაა შესაძლებელი . ახალი კანონპროექტით, ბინადრობის უფლების მისაღებად უცხოელს 35 ათას დოლარის ღირებულების უძრავის ქონების ნაცვლად მოეთხოვება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, ინვესტიციის შემთხვევაში ბინადრობის უფლების მიღება კი 300 ათასი ლარის ნაცვლად, 300 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იქნება აუცილებელი.



ექსპერტები ფადი ასლის მოსაზრებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ პორტუგალიის მაგალითის მოყვანა ამ შემთხვევაში არ გამოდგება.


„ ამ შემთხვევაში საქართველოს და პორტუგალიის შედარება არ გამოდგება, პორტუგალიას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არ აწუხებს, ეს სახელმწიფო მთლიანად რომანულ-ლათინური კულტურულ სივრცეში მდებარეობს, ამიტომ ვინც აბანდებს ინვესტიციას პორტუგალიაში, ის პორტუგალიის შიდა ბაზრით ინტერესდება, ხოლო ჩვენთან ბაზრის სიმცირის გამო მთავარი აქცენტი გამოყენებული აქვთ იმისათვის, რომ საქართველო გამოიყენონ, როგორც პლაცდარმი, როგორც ჰაბი იმისათვის რომ შექმნან ხელსაყრელი პირობები სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად. ეს არსებითი განსხვავებაა.“- აღნიშნა სოსო არჩვაძემ.





საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა
access_time2021-07-31 10:47:24
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.   ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up