სოსო არჩვაძე: ექსპორტის მიღწეული დონე  ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია

სოსო არჩვაძე: ექსპორტის მიღწეული დონე ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია

access_time2020-08-19 14:25:44

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება. საუბარია ადგილობრივი ექსპორტის მონაცემზე.


მისი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში აისახება როგორც ადგილობრივად წარმოებული(სამამულო) პროდუქცია, ასევე რეექსპორტიც. აღნიშნულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში მთლიანი ექსპორტი შემცირდა 16.8 პროცენტით, ამ შემცირების უდიდესი წილი (93.9%) რეექსპორტის შემცირებაზე მოდის. - რეექსპორტი შემცირდა 1/3-ით, მაშინ როდესაც ადგილობრივი წარმოების ექსპორტი - მხოლოდ 2 პროცენტით. ექსპორტის მიღწეული დონე (1083.4 მლნ. აშშ დოლარი) ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია და ჩამორჩება მხოლოდ 2019 და 2018 წლების შესაბამისი პერიოდის შედეგებს. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ ივლისში მეორე კვარტლის (აპრილ-ივნისი) საშუალო თვიურ მაჩვენებელს 10 მლნ. აშშ დოლარით ( 7.4 პროცენტით) გადააჭარბა.


თავის ფეისბუქ- პოსტში სოსო არჩვაძე წერს, რომ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე.


„2020 წლის გავლილ პერიოდში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის კლება ეროვნული ეკონომიკის შეცირებაზე დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია, რაც კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიისა და გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში ცალსახად მიუთითებს სამამულო პროდუქციის საკმაოდ მაღალ კონკურენტუნარიანობაზე.



ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ზრდა მით უფრო მეტადაა წონადი, რომ მისი ექსპორტი გაიზარდა მსოფლიო ბაზრის ერთერთ ყველაზე მაღალი მოთხოვნებისა და სამომხმარებლო სტანდარტების მქონე ევროკავშირის ბაზარზე. - ქართული პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირში იანვარ-ივლისში 7 პროცენტით (19 მლნ. აშშ დოლარით) მოიმატა და 286 მლნ. აშშ დოლარი (სამამულო პროდუქციის ექსპორტის 26.3%) შეადგინა.


ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში სამი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები და ნატურალური ღვინოები) წილი ოდნავ აღემატება 2/5-ს (40.7%), რაც მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის საკმაოდ მაღალ დივერსიფიცირებაზე მიუთითებს.


ბოლო ერთი წლის მანძილზე სამამულო პროდუქციის ექსპორტის თანაფარდობა ქვეყნის მშპ-სთან, სულ ცოტა, ერთი პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი და დაახლოებით 12.5 პროცენტს შეადგენს,“-წერს სოსო არჩვაძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up