სოსო არჩვაძე - ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შედეგად

სოსო არჩვაძე - ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შედეგად

access_time2019-04-30 12:47:32



ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ - მთლიანი შიგა პროდუქტის მატებამ - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტი შეადგინა, რაც თითქმის 1.5-ჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (4.1%). მისი თქმით, აღნიშნული ზრდა წელზე გაანგარიშებით ნიშნავს გეგმურთან შედარებით ყოველთვიურად თითქმის 45 მლნ. ლარით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტის წარმოების და სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 10-11 მლნ. ლარით მეტის მობილიზების შესაძლებლობას.



ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მზარდმა ტემპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდაზეც, რომელიც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ კვლავ დაადასტურა მზარდი, პოზიტიური ტრენდი და 43.4 პროცენტს მიაღწია, რაც გასული წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს რეკორდული თითქმის 10 პუნქტით აღემატება (2018 წ. მარტში - 33.8%).




2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ზრდამ და იმავდროულად, იმპორტის შემცირებამ (12.3%-ით) უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სიდიდე მნიშვნელოვნად - 140 მლნ. აშშ დოლარით (1.3-ჯერ და მეტად) შეამცირა - 558.9 მლნ. აშშ დოლარიდან 419.4 მლნ. აშშ დოლარამდე.


იოსებ არჩვაძის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორს, რომლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2019 წლის მარტში 12.4 მლნ. დოლარით გაიზარდა და 245 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
2019 წლის მარტში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა 138.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ამ თვისთვის ისტორიული მაქსიმუმია (2018 წ. მარტი - 132.5 მლნ. აშშ დოლარი). ამ თვეში წმინდა უცხოური გზავნილებმა 119.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მარტის შესაბამის მაჩვენებელს 7.5 პროცენტით (8.4 მლნ. აშშ დოლარით) აღემატება. ეს საგრძნობლად ზრდის ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას და მულტიპლიკატორის როლს არულებს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში. იოსებ არჩვაძის თქმით, მნიშვნელოვანია აგრეთვე წმინდა უცხოური გზავნილების ზრდისა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების როლი ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.



ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, „ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ბოლო წლებში ტარდება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის.“




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up