სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივი სიჩქარეს კრეფს

სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივი სიჩქარეს კრეფს

access_time2019-12-31 15:00:55

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ის რეფორმატორული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოში ტარდება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, აგრეთვე ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და პოპულარიზაციის კუთხით, უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი სულ უფრო მეტ სიჩქარეს კრეფს, რისი დასტურიც 2019 წლის ნოემბერში მიღწეული ეკონომიკური ზრდაა - წინა წლის ნოემბერთან მან 6.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 11 თვის მიხედვით - 5.3 პროცენტს გაუტოლდა.


აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ეკონომიკური ზრდა მიღწეულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე და ზემოხსენებული მაჩვენებელი 2-ჯერ და მეტად აღემატება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელ საპროგნოზო მაჩვენებელს (3.1%). საქართველოს ეკონომიკური ზრდის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელი (5.3%) ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ყველა მისი სახმელეთო მეზობლისა და ევროკავშირის 2019 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებსაც: საქართველო - 5.3%, სომხეთი - 4.0%, თურქეთი - 3.3%, აზერბაიჯანი - 2.9%, რუსეთი - 1.5%, ევროკავშირი - 1.8%.


ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველყოფა განპირობებულია იმითაც, რომ ზრდას ჰქონდა ადგილი ეროვნული ეკონომიკის იმ დარგებში, სადაც იქმნება ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის თითქმის 9/10 - რეალურ სექტორში, მომსახურების დარგებში (მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება; ვაჭრობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და ა.შ.). ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ზრდა დამსახურება იყო არა რომელიმე ცალკეულ დარგში სეგმენტური გარღვევის, არამედ ფაქტობრივად მთელი ეკონომიკის ერთიანი სისტემური წინსვლისა. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ მიმდინარე წლის გავლილი პერიოდი ხასიათდებოდა მთელი რიგი საგარეო გამოწვევებითა და შიდაპოლიტიკური დაძაბული ვითარებით.


ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სამ გარემოებას:


ჯერ ერთი, გრძელდებოდა ქვეყნის სამეწარმეო ბაზის გაფართოება. - 2019 წლის ნოემბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა წლის დასაწყისის ანალოგიურ მაჩვენებელს (2019 წ. ნოემბერი - 19.6%, იანვარი - 7.9%), ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3.9 ათასს გაუტოლდა.



მეორე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა (იმპორტის 4.2%-იანი ზრდის პირობებში) და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ეს გასული წლის ნოემბერთან შედარებით 69.7 მლნ. აშშ დოლარით მეტია! ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია (ეს მეტია, ვიდრე საქართველოს ექსპორტის 2002 წლიური მოცულობა). იმავდროულად, მიღწეულია ექსპორტით იმპორტის გადაფარვის ახალი, რეკორდული მაღალი დონე - 44.2%, ნაცვლად ერთი წლის წინანდელი 36.8%-სა.


აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ქართული ექსპორტის თითქმის ¼ - დაახლოებით 850 მილიონი აშშ დოლარი, მოდის ერთერთ ყველაზე მაღალ გადახდისუნარიან, მაგრამ ამავე დროს, ხარისხის სტანდარტების მხრივ საკმაოდ პრეტენზიულ ევროკავშირის ბაზარზე, რაც ცალსახად ადასტურებს ქართული პროდუქციის მზარდ სამომხმარებლო პარამეტრებსა და კონკურენტუნარიანობას.


მესამე, ტურიზმიდან შემოსავლების 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა, რაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარმოქმნილი პრობლემების გამო (20 ივნისის მოვლენებით გამოწვეული „100 დღიანი“ ეკონომიკური ვარდნა) განსაკუთრებით აღსანიშნავია. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართულებით ავიაფრენების შეწყვეტისა და ტურისტული ნაკადების ხელოვნური შემცირების მიუხედავად, საქართველოსათვის მიყენებული ზარალიც დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარით (40%-ით) ნაკლები აღმოჩნდა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების თავდაპირველ ვარაუდთან შედარებით. მთლიანობაში, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მანძილზე საქართველოს ტურისტებისა და ვიზიტორების რეკორდულად მაღალი რაოდენობა - 9.3 მილიონი კაცი ეწვევა, რაც ქვეყნის ტურისტულ სექტორს 3.3 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მოუტანს, ხოლო ეკონომიკას დამატებული ღირებულების სახით 4 მილიარდ ლარზე მეტს შემატებს.


ისევე როგორც საგარეო ვაჭრობაში, ტურისტულ სექტორშიც მზარდი როლი აქვს ევროკავშირს, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა ¼-ით და მეტად (+25.7%) გაიზარდა.


ამ მხრივ, მთლიანობაში ნამდვილად გამართლების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოლიტიკა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მაღალმხარჯველუნარიან ტურისტულ სეგმენტზე ქვეყნის პოზიციონირება მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების საშუალებით.


რა თქმა უნდა, თავისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში, მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის მატებაში შეასრულა საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული წმინდა უცხოური გზავნილების (ნოემბერში - 129.2 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის ნოემბერთან 13.7-პროცენტიანმა მატებამაც.


ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი, მდგრადობა ეკონომიკური შოკებისადმი და მათი დაძლევის პოტენციალი, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა და სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსების დეფიციტის შემცირებისათვის გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იქნა შეფასებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაც. მომავალი, 2020 წლის მთავარი გამოწვევა იქნება ზრდის მაღალი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. - საამისო პოტენციალი საქართველოს ეკონომიკას, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლებას, ბიზნესს და მთლიანად, საზოგადოებას, ნამდვილად გააჩნია."




ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up