სოსო არჩვაძე: ბევრად მაღალი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, რომ არა  ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები

სოსო არჩვაძე: ბევრად მაღალი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, რომ არა ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები

access_time2019-08-30 14:20:42

ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები,  წერს სოციალურ ქსელში სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


2019 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკამ დააფიქსირა რეკორდული ზრდა - 6.1 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს მაჩვენებელი თითქმის ¼-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს (4.9%). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ივლისში წინა ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შეიქმნა თითქმის 60 მლნ. ლარით მეტი დამატებული ღირებულება. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ფისკალური მობილიზაციის მაჩვენებელი - იგი ივლისში წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 192 მლნ. ლარით გაიზარდა და წელ პირველად გადააჭარბა მილიარდიან ზღვარს (1032 მლნ. ლარი). აღნიშნული წარმატება ეფუძნება როგორც ეკონომიკის რეალურ ზრდას, ისე ფისკალური დისციპლინის განმტკიცებას. ეკონომიკური ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროცესები.




ეკონომიკური ზრდა მოდიოდა დარგებზე, სადაც იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის 9/10 (დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, უძრავი ქონებით ოპერაციები და სხვ.). თავისი წვლილი აღნიშნულ ზრდაში შეჰქონდა კომერციულ საბანკო სექტორსაც. - საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვებამ ივლისში დაახლოებით 170 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ბიზნესი სექტორის მთლიანი გამოშვების დაახლოებით 5.4 პროცენტია.



ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ძირითადად ბიზნეს-სექტორის აქტიურობით. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედრებით გაიზარდა 16.7 პროცენტით. ეს მიმდინარე წლის საუკეთესო მაჩვენებელია და წლის დასაწყისის მაჩვენებელს 2.1-ჯერ აღემატება (2019 წ. იანვარი - 7.9%). ბიზნეს სექტორის მიერ პროდუქციის გამოშვების დაახლოებით 89 პროცენტი უკვე მოქმედი საწარმოების მიერ წარმოების მასშტაბების გაფართოებაზე მოდიოდა, 11 პროცენტი კი - ბოლო ერთი წლის მანძილზე ახალი ბიზნეს-სუბიექტების ამოქმედების ხარჯზე იქნა მიღწეული. ასეთ სუბიექტთა რაოდენობა მხოლოდ ივლისში 4152 ერთეულით გაიზარდა, ანუ ივლისში საშუალოდ ყოველ საათში 6 ახალი ბიზნეს-სუბიექტი რეგისტრირდებოდა და იწყებდა სამეწარმეო საქმიანობას.



უკვე მეორე თვეა, წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზრდის ნაცვლად კლებულობს (ივნისი - მაისთან - -1.0%, ივლისი ივნისთან - 0.02%). ამან საშუალება მოგვცა წლის დასაწყისიდან ინფლაციის ტემპი 2019 წლის მაისის 3.3 პროცენტიდან ივლისში 2.3 პროცენტამდე შემცირებულიყო. თუმცა, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით იგი კვლავ საგრძნობია (2019 წლის ივლისი 2018 წლის ივლისთან - 4.6%).



ეკონომიკური ზრდა ქმნის საექსპორტო პოტენციალს. ექსპორტის ზრდამ წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ზრდას 2-ჯერ და მეტად აღემატება. ლარებში დენომინირებით, ექსპორტის წილად ქვეყნის მშპ-ის თითქმის ¼ მოდის. შედარებისათვის: 2012 წელს ექპორტის თანაფარდობა მშპ-სთან მხოლოდ 15 პროცენტი იყო. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის არასრული 7 წლის მანძილზე ექსპორტის თანაფარდობა მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.




ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up