სოსო არჩვაძე: „ეკონომიკა დამაიმედებელი ტემპებით ვითარდება“

სოსო არჩვაძე: „ეკონომიკა დამაიმედებელი ტემპებით ვითარდება“

access_time2018-10-30 11:56:36


საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეკონომიკის ექპერტები ეხამურებიან.


სოსო არჩვაძის აზრით, ეკონომიკური განვითარება გარკვეულ წილად ლოკომოტივს გავს, რომელსაც „სიჩქარის ასაკრეფად“ გარკვეული დრო და მანძილი სჭირდება. საქართველოს ეკონომიკაში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის გატარებული ღონისძიებები უკვე იძლევიან თვალსაჩინო შედეგს.
2018 წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა, რაც მესამე კვარტალის წინა თვეების მაჩვენებლებზე (ივლისი - 4.6%, აგვისტო - 2.0%), აგრეთვე პირველი და მეორე კვარტალის საშუალო მაჩვენებლებზე (შესაბამისად, 5.3% და 5.5%) უფრო მაღალი მაჩვენებელია. ზრდა, წლის დარჩენილ თვეებში, არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში (მათ შორის, ყურძნის მოსავლისა და გადამუშავების დიდი მოცულობის გამო) ასევე მაღალ დონეზე იქნება შენარჩუნებული.



ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ეროვნული მეურნეობის როგორც რეალურ სექტორში, ისე მომსახურების დარგებში (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო, შუამავლობა, ტრანსპორტი, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ.), რაც ეკონომიკის სეგმენტურიდან უფრო ფართო და დაბალანსებული განვითარებაზე გადასვლაზე მეტყველებს.




ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც გრძელდებოდა ექსპორტის უპირატესი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატების ტემპი, წინა წლის ცხრა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 25.7% და 19.1%, მათ შორის მხოლოდ სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, შესაბამისად, 17.1% და 3.3%). აღნიშნულის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი 2 პუნქტით გაიზარდა (36.7%, ნაცვლად გასული წლის 34.7%-სა). აღსანიშნავია, რომ ექსპორტ-იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მხოლოდ 1 პუნქტით ზრდა წელზე გადაანგარიშებით ქვეყანაში დაახლოებით 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის ექვივალენტურია, რაც ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც უმუშევრობის პრობლემას თითქმის ეგზისტენციური დატვირთვა აქვს, უაღრესად მნიშვნელოვანია.


(CN)




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up