სოსო არჩვაძე: ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში - კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების  ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ

სოსო არჩვაძე: ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში - კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ

access_time2019-09-25 21:02:35

წარმოდგენილი ცვლლებები აძლიერებენ საბიუჯეტო ხარჯების სოციალურ კომპონენტს, მისი პრიორიტეტები - განათლება, ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ბიუჯეტის, ეკონომიკის საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტ მორგებას,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.


ცვლილებებზე 2019 წლის ბიუჯეტში - კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების წევრთა ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ.
საქართველოს პარლამენტში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილია საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯტში ცვლილებების პროექტი, რომელიც რამდენიმე ასპექტით არის საინტერესო.


წარმოდგენილი ცვლლებები აძლიერებენ საბიუჯეტო ხარჯების სოციალურ კომპონენტს, მისი პრიორიტეტები - განათლება, ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ბიუჯეტის, ეკონომიკის საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტ მორგებას.


განათლება სულ უფრო მეტად ხდება საბიუჯეტო პრიორიტეტების ნუსხაში. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ამაღლება და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ის ნაბიჯებია, რომლებიც აძლიერებენ ამ სექტორის როლს ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარების პირობების შექმნაში. ეს მთლიანად ეწერება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან სამოქმედო პროგრამაში, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა დაიმსახურა ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ამასწინდელი ვიზიტის დროს.


ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსების ზრდამ, ხელი უნდა შეუწყოს როგორც ტურისტებისათვის საქართველოს გაცნობისა და მოგზაურობის პირობების, ისე ზოგადად, ადამიანების ადგილზე ცხოვრების პირობებისა და მობილობის გაუმჯობესებას.



სოფლის ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო პირობების გაუმჯობესებას, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.
ზოგადად, ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წლიდან წლამდე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური დატვირთვა. - თუ 2012 წელს საბიუჯეტო ხარჯების მთლიან მოცულობაში განათლებაზე, სოციალურ დაცვასა და ჯანმრთელობაზე ხარჯების წილი 32 პროცენტს არ აღემატებოდა, 2019 წლისთვის იგი თითქმის 47 პროცენტამდე გაიზარდა. - ძველი, სტრუქტურის შენარჩუნების შემთხვევაში, ზემოხსნებულ სოციალური ხარჯებზე ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ. ლარით ნაკლები იქნებოდა წარმართული.


დღეისათვის, საქრთველოს სახელმწიფო ბიუეტის მოცულობა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება, იძლევა საშუალებას, რომ სულ უფრო მზარდი რაოდენობის სახსრები იქნას მიმართული როგორც სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად, ისე მსხვილი და ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის საჭიროებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.


აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის ოპერატიულ მართვას იმ სტრატეგიით, რომელმაც უნდა დააჩქაროს პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში და მეტი დინამიზმი შესძინოს მის განვითარებას. ამ ასპექტით, გამოვთქვამ რწმენას, რომ მომავალი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად მასშტაბური და სოციალურად ორიენტირებული იქნება.


"კომერსანტი" 





ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს

ADB: საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს
access_time2020-04-03 10:45:33
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის. ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს“, — ამის შესახებ, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში. ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020 -ის ვარაუდით,...

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up