სოსო არჩვაძე: „ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა  ქართველ მეწარმეთა ძალისხმევით მიღწეულ იქნა“

სოსო არჩვაძე: „ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ქართველ მეწარმეთა ძალისხმევით მიღწეულ იქნა“

access_time2020-03-13 12:39:45

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელ facebook-ში  სტატუსს აქვეყნებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მიღწეულ იქნა ქართველ მეწარმეთა ძალისხმევით იმ პოზიტიური ბიზნეს-გარემოს პირობებში, რომლის ფორმირებას ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები.

(საგარეო ვაჭრობის შესახებ 2020 წლის იანვარ-თებერვალში)


2020 წლის პირველი ორი თვის მანძილზე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1 პროცენტით გაიზარდა და 1855.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 4.5 პროცენტით და 526.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტის მატებამ კი - 6.8 პროცენტი და გადააჭარბა 1.3-მილიარდიან ზღვარს (1328.7 მლნ. აშშ დოლარი). უარყოფითმა საგარეო სავაჭრო სალდომ 802.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა თანაფარდობამ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან - 43.3 პროცენტი.


პირველად მრავალი თვის მანძილზე, თებერვალში ექსპორტის წინა თვესთან უმნიშვნელო მატებისას (+0.4% - მხოლოდ 1 მლნ. აშშ დოლარით), დაფიქსირდა იმპორტის საგრძნობი მატება (78.7 მლნ. აშშ დოლარით - 12.6%-ით), რაც უკავშირდება როგორც ქვეყანაში შიდა მოხმარების ზრდას, ისე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეექსპორტს. ამასთან, თუ უფრო გრძელვადიან პერიოდს გავანაალიზებთ (მაგალითად, ბოლო 5 წელს), დავინახავთ, რომ ადგილი აქვს ექსპორტის მნიშვნელოვან წინმსწრებ ზრდას იმპორტის ზრდასთან შედარებით. ასე მაგალითად, 2020 წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტი 5 წლის წინანდელი პერიოდის (2015 წლის იანვარ-თებერვლის) ანალოგიურ მაჩვენებელს 63.3 პროცენტით აღემატება, მაშინ როდესაც იმპორტის მიხედვით ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 18.3 პროცენტია.



სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მატების ყოველ 1 პროცენტზე ექსპორტის მატების 3.4% მოდიოდა. ბოლო 5 წლის მანძილზე იანვარ-თებერვლის მიხედვით საგარეო-სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 414 მლნ აშშ დოლარით (28.7%-ით), რომელშიც თითქმის თანაბარი წვლილი შეიტანეს ექსპორტმაც და იმპორტმაც (49.3% - ექსპორტის მატებამ, ხოლო 50.7% - იმპორტის მატებამ). ბოლო წლებში არსებითად გაუმჯობესდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელიც - 2015 წლის იანვარ-თებერვლის 28.8%-დან 2020 წლის იანვარ-თებერვლის 39.6%-მდე. აღნიშნული პროგრესის მიღწევა ქართულმა სამეწარმეო სექტორმა შეძლო იმ პოზიტიური ბიზნეს გარემოს პირობებში, რომლის ფორმირებას ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე სისტემური რეფორმები. ხელისუფლების ძალისხმევა ბიზნესის ხელშეწყობისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით თვალსაჩინო შედეგს იძლევა.


როგორც წესი, ექსპორტს, იმპორტს და შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვას მზარდი ტენდენცია ახასიათებთ. შესაბამისად, წლის პირველი თვეებში ფაქტობრივი სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო თვიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, საგარეო სავაჭრო ბრუნვის, შესაბამისად, ექსპორტისა და იმპორტის, თვეების მიხედვით თანაბარი განაწილების შემთხვევაში იანვარ-თებერვალზე უნდა მოდიოდეს მათი 16.67-16.67 პროცენტი. ფაქტობრივად კი აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო წლებში 13.5 პროცენტს არ ასცილებია. შესაბამისად, საუბარი მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ტრენდზე საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, მის ექსპორტსა და იმპორტში, პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, ნაადრევია, მით უფრო, თებერვლის ბოლოს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში ფორს-მაჟორად მოვლენილი კორონავირუსის ფაქტორის გამო“-წერს არჩვაძე. 





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up