სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

სოსო არჩვაძე: ახალი მეთოდოლოგია ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას იძლევა

access_time2019-11-15 15:36:39

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „როცა სტატისტიკა დროს ფეხს უწყობს


2019 წლის 15 ნოებერს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოაწყო პრეზენტაცია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან დაკავშირებით.


ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტი - სტატისტიკოსთა კოლექტივის მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგი, სცილდება ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი, უწყების ინტერესთა და რეპუტაციის სფეროს და იგი საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.


ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - ის სისტემაა, რომელსაც ეყრდნობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველი სახელმწიფოს მაკროეკონომიკური, სექტორალური თუ დარგობრივი საქმიანობის შედეგების ამსახველი ინდიკატორები. მისი მეშვეობით ყალიბდება რიცხვები, მონაცემები, რომლებიც შემდეგ ხდებიან პოლიტიკოსებიდან დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, დასკვნების, შეფასებებისა და მოქმედების მნიშვნელოვანი საფუძვლები. ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც გავიმეორებ: არასწორ და არასრულ ინფორმაციას ყველაზე მოკლე გზით მივყავართ არასწორ დასკვნებამდე და არარაციონალურ მოქმედებებამდე, რომლის საზღაური რეალური მასშტაბების დადგენა შემდეგ საკმაოდ ძნელი ხდება.


ეროვნულ ანგარიშთა ბოლო მეთოდოლოგია, აღნიშნული სისტემის შემოღების შემდეგ რიგით მეოთხეა (SNA 2008). წინა მეთოდოლოგიები მიღებული იქნა, შესაბამისად, 1953, 1968 და 1993 წლებში და ისინი პასუხობდნენ იმ რეალიებს, გამოწვევებს, რომლებიც განვითარების იმ ეტაპზე წარმოიქმნებოდნენ ეკონომიკაში.


ანალოგიურად, ამჟამინდელი, მეოთხე რედაქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპის ამსახველი პროცესის ადექვატურია. იგი ითვალისწინებს ეკონომიკური ინდიკატორების გაანგარიშების ახალ მონაცემებს, ახალ წყაროებსა და ახალ წესებს. საქართველოს საგარეო ეკონომიკური კავშირები მოითხოვენ ინფორმაცის იმ სტანდარტებითა და ფორმატით წარმოებას, რომლებითაც აპელირებენ საერთაშორისო მასშტაბით. აუცილებელია ქვეყნის ზუსტი პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში, შესაბამისი სტრატეგიისა და ეფექტიანი პოლიტიკის საწარმოებლად. თანაც, აღნიშნული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველომ მოაწერა ხელი.



იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანა და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, ხოლო ეროვნულ ანგარიშთა ხსენებული სისტემა მხოლოდ 80-ს აქვს, ქართველ სტატისტიკოსთა ძალისხმევას, რომელშიც მათ დანიელი, უნგრელი და ლიეტუველი და ევროკავშირის ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.


გაანგარიშების მეთოდიკის ამჟამინდელი დაზუსტება უკავშირდება იმ ფინანსური ოპერაციების დაზუსტებულ და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით უნიფიცირებულ, ერთნაირი წესით გაანგარიშების აუცილებლობას, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი როლის შეასრულეს: ა) ფინანსური ოპერაციების, კერძოდ, საფინანსო შუამავლობის განხორციელების; ბ) ჩრდილოვანი (დაუკვირვებადი) ეკონომიკის მასშტაბების და გ) საცხოვრისის პირობითი რენტის განსაზღვრაში.


რას იძლევა ახალი მეთოდოლოგია? მოკლედ თუ ვიტყვით - უფრო სრულ, ადეკვატურ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანის ეკონომიკაზე, მის მთლიან შიგა პროდუქტზე და ამ უკანასკნელის ცალკეულ კომპონენტებზე. სხვა ქვეყნების ანალოგიურად, სადაც ახალმა მეთოდოლოგიამ ამ ქვეყნების ფაქტობრივი, მანამდე ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მშპ მნიშვნელოვნად გაზარდა (ნიდერლანდებში - 7.6%-ით, შვეიცარიაში - 5.9%-ით, სომხეთში - 6.6%-ით, მოლდოვაში - 18.8%-ით და ა.შ. ), საქართველოშიც მშპ გაიზარდა, მათ შორის ბოლო, 2018 წლის - დაახლოებით 8.6%-ით - 44,6 მილიარდ ლარამდე, ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული 41,1 მილიარდი ლარისა. მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშების ახალ სტანდარტზე გადასვლამ მოსახლეობის ერთ სულზე მშპ გაზარდა 376 აშშ დოლარით (8.7%-ით), რომელმაც ვალუტის ოფიციალური კურსით 4722 აშშ დოლარს მიაღწია. გაიზარდა ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპიც - ნაცვლად ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 4.7%-სა 2018 წელს ახალი მეთოდოლოგიით დაფიქსირდა მივიღეთ 4.8%.


ახალმა მეთოდიკამ შეცვალა ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურაც: რამდენადმე შემცირდა მრეწველობისა და ვაჭრობის წონები, ხოლო გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის წილები.


სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავისი საქმიანობით, წესით და ფორმატით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სტანდარტებთან ერთერთი ყველაზე ახლოს მყოფი ინსტიტუციაა. იგი ფეხს უწყობს აღრიცხვის თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ბურთი ეხლა უკვე სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებზეა, რომლებსაც მაგალითად უკვე აქვთ ინფორმაციით სარგებლობის, გამოყენებისა და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთების ევროპული გამოცდილება“-აცხადებს არჩვაძე. 


„კომერსანტი“




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up