“სტატისტიკური მაჩვენებლები წლიდან წლამდე  უმჯობესდება, მაგრამ  მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ვერ გრძნობს, რაც შემდეგ გამოიხატება პროტესტში, აქციებში და ა. შ.“

“სტატისტიკური მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას ვერ გრძნობს, რაც შემდეგ გამოიხატება პროტესტში, აქციებში და ა. შ.“

access_time2019-03-27 12:00:59

“ქვეყანაში სტატისტიკური მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს , რაც შემდეგ გამოიხატება პროტესტში, აქციებში და ა. შ.“— ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალური სააგენტოს თანამშრომლების საპროტესტო აქციას. იგი კომერსანტთან  ქვეყანაში უსამართლო სახელფასო პოლიტიკაზე და ზოგადად, შრომის კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს. 


როგორც არჩვაძე აცხადებს, კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასი და ინდექსირების მექანიზმი. ჩვენ არ გვაქვს მინიმალური, საათობრივი ანაზღაურების ცნება. შემოტანილი არ არის უმუშევრების დახმარების კატეგორია და ა.შ.


„საბაზრო ეკონომიკას განვიხილავთ 4 მიმართულებით. ეს არის საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და ცოცხალი ძალა. აქ ყველაზე სუსტი რგოლი სამუშაო ძალაა. მთავარია პოლიტიკური ნება, იმის სურვილი, რომ ყველაფერი დალაგდეს. ზოგადი კანონზომიერებაა, რომ ადამიანები უფრო იოლად ეგუებიან გაჭირვებას, ვიდრე უსამართლობას. მე არ მინდა კენჭები ვისროლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურისკენ, რადგან ეს მათ ყველაზე ნაკლებად ეხებათ. თუმცა, ის ინფორმაცია, რაც დაიდო საშუალო ხელფასის რაოდენობაზე, იყო ბიძგის მიმცები და ბოლო წვეთი. სწორედ ამან გამოიწვია მიმდინარე კვირაში სოციალური მუშაკების პროტესტი.




ჩანს, რომ საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ გრძნობს ამას საკუთარ თავზე. ეს შემდეგ გამოიხატება პროტესტში, აქციებში და ასე შემდეგ,“ 
აღნიშნავს არჩვაძე.



როგორც ცნობილია, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სისტემაში ცვლილებების მიზნით, რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ. 


სოფო ქსოვრელი 





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up