სოსო არჩვაძე - 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის

სოსო არჩვაძე - 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის

access_time2018-11-30 16:00:45



„ეკონომიკური ზრდა 6,7 პროცენტის ოდენობით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას.



ეკონომიკის დოქტორმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. სოსო არჩვაძის თქმით, ზრდის აღმავალი ტრენდი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს.




სოსო არჩვაძემ კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ბიზნეს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მაღალი ტემპია. „ამ საწარმოების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7 ჯერ აღემატება ეკონომიკის ნომინალურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი წილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, უფრო ნაკლები სახელმწიფო მართვას, ბიუროკრატიას და ეს არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს,“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.


მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეკონომიკურ ზრდაში მზარდი როლი ისეთ დარგებს მიუძღვის, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპით რამდენიმე თვის წინ არ გამოირჩეოდნენ. ეკონომიკის ექსპერტმა ერთ-ერთ ასეთ დარგად მოიყვანა მშენებლობა, სადაც ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია რამდენიმე თვეში წარმატებით დაიძლია და 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელში თავისი პოზიცია ფუნქცია შეასრულა.



„ეკონომიკას უყვარს სტაბილურობა და იმედია, არაფერი შეუშლის ხელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტრენდის ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up