კომპანიები სესხების აღებიდან მათ მასშტაბურ გასტუმრებაზე გადავიდნენ - სოსო არჩვაძე

კომპანიები სესხების აღებიდან მათ მასშტაბურ გასტუმრებაზე გადავიდნენ - სოსო არჩვაძე

access_time2023-03-10 14:30:34

„დაფიქსირდა ქართული კომპანიების ფინანსური შესაძლებლობების ზრდა და ამის პარალელურად, წინა წელთან შედარებით, სავალო ვალდებულებების მკვეთრი კლება - 10.8-ჯერ,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.


მისივე განმარტებით, ქვეყანაში მოქმედმა კომპანიებმა ბიზნეს-აქტიურობის გაფართოების სტრატეგიაში არსებითი კორექცია მოახდინეს - სესხების აღებიდან მათ მასშტაბურ გასტუმრებაზე გადავიდნენ


„2021 წელთან შედარებით სააქციო კაპიტალის ზრდა 3.3-ჯერ (210.3 მლნ. აშშ დოლარიდან - 686.3 3 მლნ. აშშ დოლარამდე), აგრეთვე რეინვესტირების მოცულობის მატება 67.5 პროცენტით (769.9 მლნ. აშშ დოლარიდან 1289.4 მლნ. აშშ დოლარამდე) - ეს მიანიშნებს როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიების საკუთარ ფეხზე უფრო მყარად დგომის შესაძლებლობას, ისე უცხოელი ინვესტორების მზაობას, უფრო გაახანგრძლივონ საკუთარი საინვესტიციო საქმიანობა საქართველოში.



პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში დასავლური - ევროკავშირის, ბრიტანული და აშშ წარმომავლობის კაპიტალის სიჭარბეა. - მათზე მოდის უცხოური ინვესტიციების თითქმის ¾.


აღნიშნული გარემოება უკავშირდება, როგორც საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნეს-გარემოს და, ბიზნესის წარმოებისათვის ხელსაყრელ პირობებს, ისე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას უცხოური საინვესტიციო პროექტების საქართველოში რეალიზაციის ხელშეწყობის, კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებისა და მთლიანობაში, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში კაპიტალის მოსაზიდად. საქართველოში მსხვილმასშტაბიანი პროექტების რეალიზაცია (ანაკლიის პორტის მშენებლობა, შავ ზღვაზე გამავალი მაღალი ძაბვის დენის კაბელის გაყვანა და სხვ.) უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს საინვესტიციო აქტიურობის მხრივ საქართველოს კიდევ უფრო ფართო და მსხვილმასშტაბიან საინვესტიციო პოლიგონად გადაქცევას“, - აცხადებს არჩვაძე.


ეკონომისტი ფიქრობს, რომ ინვესტიციების ზრდა საკმაოდ მგრძნობიარე და ობიექტური ინდიკატორია უცხოური კაპიტალის, საქმიანი წრეებისა და ბიზნესმენების მხრიდან საქართველოში არსებულ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოზე და პოზიტიურ მოლოდინებზე უახლოესი წლების მანძილზე.


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up