SOS AUTO - სასწრაფო დახმარების აპლიკაცია ავტომობილებისთვის

SOS AUTO - სასწრაფო დახმარების აპლიკაცია ავტომობილებისთვის

access_time2022-12-06 18:38:40

• Startup drive-ის 70 000-ლარიანი გრანტი ავტომობილებისათვის შექმნილმა სასწრაფო დახმარების აპლიკაციამ მოიპოვა

 

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს სააქსელერაციო პროგრამის Startup Drive-ის მეშვეობით ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი ახალი,ინოვაციური აპლიკაცია გაჩნდება. SOS AUTO ეს არის ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ევაკუატორის და ავტოასისტენტის გამოძახებას Uber-ის მოდელით შესთავაზებსსტარტაპის იდეა და ახლა უკვე „თეგეტას“ 70 000-ლარიანი დაფინანსება ნათია შუბითიძეს ეკუთვნის, რომელსაც ახალ წამოწყებაზე ფიქრისკენ პირადმა გამოცდილებამ უბიძგა. 



ნათია შუბითიძეSOS AUTO-ს დამფუძნებელი:დაახლოებით 1 წლის წინ დედასთან ერთად ვმგზავრობდი, როცა ტექნიკური გაუმართაობის გამო მანქანა ანანურში გაგვიჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან არც ისე შორს ვიყავით, ახლოებით 3 საათი ველოდეთ დახმარებას. იმდენად დიდი დისკომფორტი შეგვიქმნა ჯერ ძებნის და შემდეგ ლოდინის პროცესმა, რომსწორედ ამ დროს გაჩნდა SOS AUTO-ს შექმნის იდეა.

ნათიას იდეა ჯერ პირად ჩანაწერებში მოხვდა, Startup Drive-ის აქსელერაციის პროგრამის გამოცხადების შემდეგ კი საკონკურსო პროტოტიპად იქცა და რეალურ ბიზნესპროექტად ჩამოყალიბდაროგორც სტარტაპის ავტორი ამბობს, სწორედ პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებით და სწორად ათვისებული შესაძლებლობებით გახდა SOS AUTOჟიურისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი და მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი



ნათია შუბითიძეSOS AUTO-ს დამფუძნებელი:პრეაქსელერაციის ეტაპზე შევძელით და მოვახდინეთ იდეის ვალიდაცია, ბაზრის კვლევა, რეალური მომხმარებლის და შემსრულებლის პრობლემების გაანალიზებავფიქრობ, იურისთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი სწორდ ის შედეგები და მაჩენებლები იყო, რომლებსაც ამ იოდში მივაღწიედემო დღეზე თითოეული სტარტაპი საკმაოდ მომზადებული გავიდა, კონკურენცია ნამდვილად ძლიერი იყო, თუმცა წარმატების მოლოდინი მაინც მქონდა. ერთ-ერთ გმარჯვებულად დასახელება ძალიან ემოციური აღმოჩნდასაოცარი შეგრძნებაა,როდესაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზედიდ და ძლიერ კომპანიას მოწონს შენი იდეა და მასში  ინვესტიციას დებს.




„თეგეტას“ ინვესტიციით SOS AUTO შეძლებს და დაახლოებით 6 თვეში გაუშვებს აპლიკაციას, რომელიც ჯერ მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მისი გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბების ხედვა უკვე არსებობს. როგორც დაგეგმილია, ინოვაციური აპლიკაცია სრულად ჩაანაცვლებს საგზაო დახმარების მოძიების და ლოდინის მოძველებულ პროცესს, როცა მომხმარებელს უწევს კომპრომისებზე წასვლა და მიღებულით დაკმაყოფილება. 



ნათია შუბითიძეSOS AUTO-ს დამფუძნებელი:ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ ინოვაციური პლატფორმა და ევაკუატორის ყიდვის და ავტოასისტენტების აყვანის გარეშე გავხდეთ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ყველაზე დიდი ავტოდახმარების კომპანია, მრავალფეროვანი მომსახურებებითამის რეალური პერსპექტივა არსებობს, რადგან ჩვენ დავიკავებთ ნიშას,რომელიც თავისუფალიაSOS AUTOმომხარებელს შესთავაზებს სრულ გზისპირა დახმარებას: ევაკუატორის გამოძახება, საწვავის მიწოდება, ავტომობილის დაქოქვა, ჩაკეტილი ავტომობილის გაღება და მძღოლის მომსახურებაის განკუთვნილი იქნება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე შპს-ებისთვის, ყველასთვის, ვისაც ავტომობილი ყავს.


დაუჯერებელია, რომ ახლა სულ რაღაც ერთი წლის წინ თავში გაელებულ იდეაზე ვსაუბრობთრომ არა Startup Drive, ალბათ მიზანს მაინც მივაღწევდი, მაგრამ ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მომიწევდა. ამ გამარჯვებით კი საოცნებო ბიზნესი რეალობად უკვე იქცა, ახლა მხოლოდ მომავალი გამარჯვებებისკენ და უფრო დიდი წარმატებისკენ მიმავალ გზას ვხედავ.



Startap Drive „თეგეტა ჰოლდინგის და Future Laboratory- მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. აქსელერაციის ეტაპებზე 20-მდე სტარტაპი შეირჩა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. ფინალურ ეტაპზე გადასული 7 მონაწილიდან კი გამარჯვება 3-მა სტარტაპმა მოიპოვა და, ჯამში, 200 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო.

აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად განხორციელდა.  


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up