ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, სოციალური ქსელი Facebook-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.
„ვფიქრობ, ტრამპსა და Facebook-ს შორის არაფორმალური შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც Facebook-ი ტრამპს მეორე ვადით არჩევაში დაეხმარება, ტრამპი კი Facebook-ს დაიცავს“, - განაცხადა სოროსმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელშიც. Facebook-ის პრესმდივნის განცხადებით, „სოროსი უბრალოდ ცდება“.
imedinews.ge