ფინანსურმა ექსპერტმა ჯორჯ სოროსმა ვებგვერდ Project Syndicate-ზე სტატია გამოაქვეყნა, სახელწოდებით “ევროპა, გთხოვთ გაიღვიძოთ”.
ფინანსისტი მიიჩევს, რომ ევროპა უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
“თუ ის არ გაიღვიძებს, ევროკავშირი ისევე დაიშლება, როგორც 1991 წელს საბჭოთა კავშირი. მაგრამ არც ლიდერებსა და არც უბრალო მოქალაქეებს არ ესმით, რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა”, – განაცხადა მან.
ასეთი განწყობების მიზეზი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნებია. როგორც ჯორჯ სოროსი აღნიშნავს, ბოლო წლებში პარტიებმა პოპულარობა მოიპოვეს, თუმცა ქვეყნების ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს.
“მათ არ სურთ იმ ღირებულებების დათმობა, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. მათ სურთ შეცვალონ თავიანთი ღირებულებები, რომელიც რადიკალურად განსხვავდება “, – წერს ფინანსისტი.
სოროსი მიიჩნევს, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. “ანტი-ევროპულ ძალებს უპირატესობა აქვს. ოდიოზური, თუმცა მათ საერთო პრინციპები გააჩნიათ “, -აღნიშნა ფინანსისტმა.
სოროსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი გადარჩება, თუ ინდივიდუალური პარტიები მაისის არჩევნებში საკუთარ თავს გაცილებით მაღლა დააყენებენ.
თუმცა, მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საბჭოთა პოლიტბიუროს ჰგავს:
„განაგრძობს განკარგულებების გაცემას, ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ რაღაც მნიშვნელოვანია“,-წერს სოროსი.