კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ საქართველოდან რუსული ინტერესების განდევნის გზაზე! საავტორო უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ, Sony Music Publishing-მა (რომელიც მსოფლიო მუსიკალური მემკვიდრეობის ერთი მესამედის საავტორო უფლებების მფლობელია) საქართველო რუსეთის დაფარვიდან ამოიღო. Sony დღეიდან რუსეთის გვერდის ავლით, პოლონეთის ოფისის მეშვეობით დაფარავს საქართველოს მუსიკალურ ბაზარს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაფარვიდან საქართველო ასევე ამოიღეს და ჩვენი ასოციაციის წევრები გახდნენ მსოფლიოს უდიდესი ფონოგრამების დამამზადებელი კომპანია Universal Music Group-ი (მომიჯნავე უფლებების მფლობელი) და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური გამომცემლობა Universal Music Publishing Group-ი (საავტორო უფლებების მფლობელი).
ამიერიდან, როგორც Universal-ის, ასევე Sony-ს კატალოგები პირდაპირი წესით იმართება ჩვენი ასოციაციის მიერ და რუსეთი აღარ ფარავს საქართველოს, როგორც ეს სამწუხაროდ აქამდე იყო.
ეს სიახლე არა მხოლოდ პოლიტიკურადაა მნიშვნელოვანი, არამედ სახელოვნებო განხრითაც :ამიერიდან ქართველ არტისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად დაამყარონ კავშირი „Sony Music Publishing- თან და გახდნენ გლობალური მუსიკალური ქსელის ნაწილი.