Sony-მ III კვარტალში წმინდა მოგება 5.6%-ით შეამცირა

Sony-მ III კვარტალში წმინდა მოგება 5.6%-ით შეამცირა

access_time2023-02-05 00:00:48

იაპონური Sony Corp.-ის წმინდა მოგება III ფინანსურ კვარტალში (2022 წლის ოქტომბერი-დეკემბერი), კინობიზნესის შემოსავლების მკვეთრი კლების გამო, შემცირდა.

 

კომპანიის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 326,81 მლრდ იენი (2,53 მლრდ აშშ დოლარი) ერთი წლის წინანდელი 346,16 მლრდ იენის (2,69 მლრდ აშშ დოლარი) შემდეგ. Quick-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 283 მლრდ იენის (2,2 მლრდ აშშ დოლარი) მოგებას ელოდნენ.

 

Sony-ს შემოსავალი ბოლო კვარტალში 13%-ით გაიზარდა. კინობიზნესის საოპერაციო შემოსავალი კი 25,45 მლრდ იენამდე (200 000 აშშ დოლარი) დაეცა. ერთი წლის წინ კომპანიას მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა ფილმებიდან: Spider-Man: No Way Home და Venom.

 


სათამაშო სეგმენტში საოპერაციო შემოსავალი 116,2 მლრდ იენამდე (92,9 მლრდ იენიდან) გაიზარდა, მუსიკალური ბიზნესის მოგება კი - 63 მლრდ იენამდე (55,1 მილიარდი იენიდან).

 

ელექტრონიკის წარმოების განყოფილების მოგება სუსტად გაიზარდა, 81,1 მლრდ იენამდე (630 000 დოლარი) 80 მლრდ-დან (620 000 დოლარი). კამერებისა და სენსორების სეგმენტში საოპერაციო მოგება 64,7 მლრდ იენიდან 84,9 მლრდ-მდე გაიზარდა.

 

Sony-მ მიმდინარე ფისკალური წლისთვის შემოსავლების პროგნოზი შეამცირა, რომელიც 2023 წლის 31 მარტს მთავრდება. ახლა მოსალოდნელია, რომ წმინდა მოგება 1,4%-ით - 870 მილიარდ იენამდე (ადრე მოსალოდნელი იყო 4,8%-ით კლება) შემცირდება, ხოლო შემოსავალი 16%-ით 11,5 ტრლ იენამდე (ადრე მოსალოდნელი იყო 17%) გაიზრდება.


თეგები:
Sony



ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up