იაპონური ტექნიკის გიგანტმა Sony Interactive Entertainment Inc.-მა 16 მარტს დაარეგისტრირა პატენტი სახელწოდებით NFT Framework, რომელსაც ციფრული აქტივების სათამაშო პლატფორმებზე გამოიყენებენ.
ამგვარად, უახლოეს მომავალში კომპანიამ შესაძლოა დანერგოს არა-ფუნგირებადი ტოკენები თავის თამაშებსა და PlayStation-ში.
ვიდეო თამაშებში ბლოკჩეინის ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მოიგოს ექსკლუზიური სკინები და ნივთები. პატენტის აღწერილობის მიხედვით, გეიმერები მიიღებენ სპეციალურ NFT-ებს, როდესაც მიაღწევენ გარკვეულ დონეს და დააგროვებენ საჭირო ქულებს. აღსანიშნავია, რომ ტოკენების გაყიდვა ან გაცვლა შესაძლებელია. მოთამაშეებს ასევე შეეძლებათ გამოიყენონ NFT სხვადასხვა სათამაშო პლატფორმებზე.
Sony-მ ეს პატენტი გასულ წელს შექმნა, მაგრამ ის მხოლოდ ახლახან გამოქვეყნდა. კონცეფციის არსი დეველოპერების სათამაშო ეკოსისტემაში ტოკენების მიმოქცევის ერთიანი სისტემის შემუშავებაა.
2022 წლის ნოემბერში Sony-მ NFT-თან დაკავშირებული კიდევ ერთი პატენტი შექმნა - სახელწოდებით „უნიკალური სათამაშო ციფრული აქტივების თვალყურის დევნება ტოკენებით განაწილებულ ლეჯერში“.