Sony და Honda-მ პარასკევს განაცხადეს, რომ ისინი მალე ერთობლივ საწარმოს გახსნიან, რომელიც ელექტრომობილების დამზადებისა და გაყიდვით იქნება დაკავებული. კომპანია ამ წლის ბოლოს დაარსდება, მიწოდება კი 2025 წლისთვის დაიწყება. შეთანხმებების დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მარეგულირებელი დამტკიცების ქვეშ იქნება,
„ახალი კომპანია სავარაუდოდ დაგეგმავს, დააპროექტებს, განავითარებს და გაყიდის ელექტრომობილებს,“, – დასძინეს მათ.
Sony-ს დაევალება იქნება შექმნას პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მობილური სერვისების შექმნას. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მან პრეტენზია წამოაყენა ავტოინდუსტრიაში შესვლის შესახებ, კერძოდ კი ორი წლის წინ მათ წარადგინებს თავისი პირველი მანქანის პროტოტიპი CES სამომხმარებლო ტექნიკური სავაჭრო შოუზე.
Sony-მ ელექტრომობილის, სახელად Vision-S 01-ის ტესტირება, ევროპის საზოგადოებრივ გზებზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. წელს კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ელექტრომობილების კომპანიის დაარსების გეგმების დადასტურებით და ახალი SUV-ის კონცეფციის დებიუტით.
Honda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო მიბემ პარასკევს განაცხადა, რომ კომპანიებს შეუძლიათ კარგად იმუშაონ ერთად.
“მიუხედავად იმისა, რომ Sony და Honda არიან კომპანიები, რომლებსაც აქვთ მრავალი ისტორიული და კულტურული მსგავსება, ჩვენი ტექნოლოგიური ექსპერტიზის სფეროები ძალიან განსხვავებულია.”
„ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს ალიანსი, რომელიც აერთიანებს ჩვენი ორი კომპანიის ძლიერ მხარეებს, დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს“
review.ge