Sony და Apple ელექტრომობილების ბაზარზე გასვლას გეგმავენ

Sony და Apple ელექტრომობილების ბაზარზე გასვლას გეგმავენ

access_time2022-01-08 20:00:19

იაპონურმა კორპორაცია Sony-მა განაცხადა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ უკვე წარადგინა პირველი ელექტროკარის პროტოტიპი და ამ ტიპის ავტომობილების დამუშავების და წარმოებისთვის ახალი ქვეგანაყოფის შექმნის შესახებ განაცხადა.

ინფორმაცია Sony-ს გეგმაზე გაავრცელა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა კენიტირო ესიდამ ლას-ვეგასში გამოფენა Consumer Electronics Show-ში მონაწილეობის დროს.

„ჩვენ ვიხილავთ ელექტრომობილების კომერციული წარმოების ამოქმედებას, და პირველი ნიმუშები უკვე გვაქვს,“ - განაცხადა ესიდამ.

ჯერ კიდევ 2020 წელს ლას-ვეგასის გამოფენის ფარგლებში Sony-მ წარადგინა ელექტრომობილის პროტოტიპი Vision-S. 2021 წელს ავტომობილი ევროპის გზებზე ცდები გაიარა, თუმცა სერიოზულ წარმოებაზე მუშაობა პანდემიამ შეაფწერხა. ელექტრომობილი აღჭურვილია ავტოპილოტის სისტემით და მისი მართვა დისტანციურად, ქსელ 5G-ს მეშვეობითაა შესაძლებელი.

გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია Vision-S-ს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ამჯერად Sony-მ ლას-ვეგასში ახალი მოდელი - Vision-S 02 - წარადგინა. ესიდას თქმით, კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება, და ახალი პროტოტიპი აღჭურვილია მრიცხველებით, რომლებიც უსაფრთხოების ძალიან მაღალ დონეს უზრუნველყოფს.

ასევე მანქანაში იქნება ხელმისაწვდომი გართობის სხვადასხვა საშუალებები - აუდიოსისტემა და ვიდეოთამაშები PlayStation. ავტომობილის წარმოებაში ასევე სრულად იქნება გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის და რობოტოტექნიკის შესაძლებლობები.


ახალი ქვეგანაყოფი Sony Mobility Inc., ელექტრომობილების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებს შეისწავლის, და შედეგების მიხედვით დასახავს სამომავლო განვითარების სტრატეგიას. ელექტრომობილების ბაზარზე ასევე კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანია გეგმავს - კერძოდ, 2024 წლიდან ელექტროკარების გამოშვებას კორპორაცია Apple-იც აპირებს.

არსებული ინფორმაციით, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იაპონელ და კორეელ მიმწოდებლებთან. მხარეები იხილავენ ელექტრომობილების სტაბილური წარმოების აწყობის საკითხს სათადარიგო ნაწილების გლობალური დეფიციტის პირობებში.

ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში Apple თითქმის შეთანხმდა Hyundai Motor და Kia Motors-სთან ელექტრომობილების Apple Car-ის წარმოების თაობაზე, რომელიც 2024 წელს შტატ ჯორჯიაში Kia-ს ქარხანაში სერიული გამოშვების დაწყებას გულისხმობდა. მაგრამ მოგვიანებით, გაურკვეველი მიზეზების გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 2024 წელს Apple უპილოტო ავტომობილის გამოშვებას აპირებს, თუმცა, დეტალები ჯერ არ საჯაროვდება


ავტორი: თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up