სომხური სატელეკომუნიკაციო ბაზრის სკანდალი საქართველოსაც უკავშირდება

სომხური სატელეკომუნიკაციო ბაზრის სკანდალი საქართველოსაც უკავშირდება

access_time2020-05-04 11:35:14

საინტერესოდ ვითარდება მეზობელი სომხეთის სატელეკომუნიკაციო ბაზრის გადანაწილების მორიგი რაუნდი და მასში წარსულში თავისი საქმიანობით საქართველოსთან დაკავშირებული პირებიც მონაწილეობენ.


როგორც „ბანკები და ფინანსებს“ სომხეთიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ადგილობრივი უმსხვილესი ინტერნეტ პროვიდერის, კომპანია Ucom -ის თანამფლობელთა შორის სკანდალური უთანხმოებაა.


კერძოდ, კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ ტოვებს კომპანიას, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „ბილაინ სომხეთის“ ხელმძღვანელი ანდრეი პოტიახინი დანიშნეს, ისე, რომ ამის თაობაზე მოქმედი გენერალური დირექტორი აიკ ესაიანი საქმის კურსშიც არ იყო.


ეს ის ანდრეი პოტიახინია, რომელიც 2009-2011 წლებში „ბილაინ საქართველოს” ხელმძღვანელობდა და კომპანიის დატოვება საკმოდ მძიმე ბრალდებების ფონზე მოუხდა. მაშინ საქმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე არ მისულა, მაგრამ სატელეკომუნიკაციო ბიზნესით დაინტერესებულ წრეები პოტიახინის მოსკოვში „დაწინაურებას“ ბილაინის ქართულ ოფისში „გამსკდარ“ მასშტაბურ და სისტემურ უკანონო საქმიანობას უკავშირებდნენ.


სომხური Ucom -ის მიმდინარე სკანდალს წინ უძღოდა Ucom -ის მიერ „ბილაინ სომხეთის“ აქციათა სრული პაკეტის შესყიდვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ „ბილაინ სომხეთის“ ხელმძღვანელობა ახლა უკვე უკვე გაერთიანებული კომპანიის მართვის გაგრძელებასაც აპირებს.



Ucom -ის გენერალურმა დირექტორმა აიკ ესაიანმა, რომელიც ძმასთან ერთად კომპანიის 6%-ს ფლობს, სხვა აქციონერებს შესთავაზა, რომ კომპანიის სრულად გამოისყიდდა, მაგრამ ეს შეთანხმება არ შედგა. საბოლოო ჯამში, მაჟორიტარმა აქციონერმა ახალი გენერალური დირექტორი ა. ხაჩატრიანი დანიშნა და ცდილობს იმ 800 ვაკანსიის შევებას, რაც მასობრივი დათხოვნის ფონზე წარმოიშვა.


Ucom -ის ძირითადი აქციონერები პატიმრობაში მყოფი სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი მმართველის გაგიკ ხაჩატრიანის შვილები და ახლო ნათესავები არიან. გურგენ, არტემ და არა ხაჩატრიანები ახლა ძებნაში არიან და ბრალად გამოძალვა, ასობით მილიონი დოლარის მითვისება და სხვა მძიმე დანაშაულებები ედებათ. მათგან ერთ-ერთის, კერძოდ გურგენ ხაჩატრიანის დაპატიმრების შუამდგომლობა სულ ახლახანს, 30 აპრილს გამოიცა და ის ძმებიდან ერთადერთია, ვინც სომხეთში იმყოფება. სხვებმა უკვე მოასწრეს ქვეყნის დატოვება.


სომხეთში, პრაქტიკულად, ძნელია ადამიანის პოვნა, რომელიც რაიმე კომერციული საქმიანობით არის დაკავებული და არ შეჩეხვია ხაჩატრიანების გვარის წარმომადგენელთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.


ეს მიმართულება, როგორც ჩანს, გრძელდება, რადგან ხაჩატრიანების დანაშაულებრივი კლანი, პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობდა სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინტერნეტპროვაიდერის სათავეში ანდრეი პოტიახინის მიყვანას.


Ucom -ის განთავისუფლებულ თანამშრომელთა შორისაა მთელი ტექნიკური პერსონალი. ცხადია, მათ გარეშე კომპანია პარალიზებულია. ახალი ხელმძღვანელობა ტექნიკური პერსონალის მოზიდვას უკვე სხვა ქვეყნებიდან ცდილობს, რადგან ხაჩატრიანების დანაშაულებრივ კლანთან თანამშრომლობას, რომელსაც სომხეთის საზოგადოება კარგად იცნობს, უკვე ყველა ერიდება. როგორც ჩანს, ტექნიკური პერსონალის მობილიზების კრიტიკული საჭიროების გამოა, რომ სწორედ პოტიახინის მეშვეობით უკვე დაწყებულია ქართველი ტექნიკოსების სომხურ კომპანიაში მუშაობით დაინტერესება.


თუ ხაჩატრიანების კლანს Ucom -ის გაკონტროლების ოპერაცია გამოუვა, ამ შემთხვევაში, პოტიახინის ქართული ბეგრაუნდიდან გამომდინარე, სომხეთის საზოგადოება უნდა ელოდოს, რომ სომხეთის უმსხვილეს ინტერნეტპროვაიდერსაც რთული პერიოდი ელის.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up