სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საზღვრის დარღვევას შეეცადნენ

სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საზღვრის დარღვევას შეეცადნენ

access_time2020-07-12 19:03:35

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

შუშანა სტეპანიანი წერს, რომ სომხური მხარისთვის გაურკვეველი მიზეზით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უაზის ტიპის ავტომობილით სომხეთის საზღვრის დარღვევას შეეცადნენ.

„სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, მიატოვეს ავტომობილი, მოწინააღმდეგის სამხედროები საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდნენ. 13:45 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ჩვენი პუნქტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, მათ წინააღმდეგ საპასუხო ცეცხლი გავხსენით. მათ უკან დაიხიეს, აქვთ დანაკარგი. სომხურ მხარეს დანაკარგი არ აქვს“, –  წერს სტეპანიანი.




1tv

თეგები:
სომხეთი



მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
access_time2020-08-14 11:00:51
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად,...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება - რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება - რა რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი
access_time2020-08-14 12:00:09
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს. როგორც განათლების სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 2 084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება და სკოლებს შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ: მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა...

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან
access_time2020-08-14 10:00:13
გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას მიიყვანა. „კომერსანტთან“ საუბრისას ღვინის მაღაზია „ალაზანის“ დირექტორმა გიორგი ნადირაშვილმა გაყიდვების 80%-იან კლებაზე ისაუბრა. „გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ახალი გახსნილები ვიყავით, მაღაზია საკუთარი თავის...

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა
access_time2020-08-14 11:10:12
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ბაზისბანკის“ ზარალმა -12,888,958 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი...

20th Century Fox არსებობას წყვეტს

20th Century Fox არსებობას წყვეტს
access_time2020-08-13 18:40:33
გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს. როგორც Disney-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მათი ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის, 20th Century Fox Television-ის რებრენდინგს იწყებენ. ახალი სახელი კი Fox-ისა და Century-ს გარეშე დარჩენილი 20th Television-ი იქნება. Disney-მ, რომელმაც გასულ წელს Fox-ის აქტივების შესაძენად $71 მილიარდიანი შეთანხმებები გააუქმა, ჯერ კიდევ იანვარში Fox-ის სახელის გამოყენებაზე უარი თქვა...


მსგავსი სიახლეები

up