სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას

access_time2021-07-30 11:00:25

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

 

არაბული კომპანია Masdar-ი სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს.

 

სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება არაბული კომპანია Masdar-ი, ხოლო 15%-ის სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი.  BOO ტიპის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი პროეტქს განახორციელებს აშენების, ფლობისა და ოპერირების უფლებით.

 

შედარებისთვის, იგივე ფართობის საჭიროების მქონე ნამახვანჰესის პროექტში, რომელის სიმძლავრეც სომხურ მზის სადგურზე 2 ჯერ მეტია (433 მგვტ), ხოლო გამომუშავება კი 5-ჯერ მეტი, ინვესტორი 800 მლნ$-ის ინვესტიციას ახორციელებს.  ნამახვანჰესის ინვესტიცია რამდენჯერმე აღემატება სომხეთში განხორციელებულ არაბულ ინვესტიციას, რომელიც ამ ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი უცხოური პროექტია.


 

ზოგადად, საინტერესოა მზისა და ჰიდრო რესურსების გამომუშავების ურთიერთშედარება.

 

ენერგეტიკოსები მზის სადგურის გამომუშავებას იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რამდენი ენერგიის წარმოება შეუძლია მთელ სადგურს ერთდროულად. მარტივად რომ ავხსნათ,

მზის პანელები წარმოქმნიან ელექტროენერგიას მუდმივი დენის (DC) სახით, მაგრამ ჩვენი ელექტროქსელი და ყველაფერი ჩვენს სახლში - მუშაობს ცვლად დენზე (AC).  იმისათვის, რომ მზისგან მიღებული ელექტროენერგიის გარდაქმნა მოხდეს, ამისათვის მზის ფერმას დამატებით, საკმაოდ რთული და ძვირადღირებული აღჭურვილობა ესაჭიროება. ელექტროენერგიის ტრანსფორმაციის პროცესში კი დაახლოებით 15-20% ენერგია იკარგება.

 

ამიტომ, თუ მზისა და ჰიდრო ენერგიის 1 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს შევადარებთ, ისინი არ გამოიმუშავებენ ერთიდაიმავე რაოდენობის ელექტროენერგიას.

მზის ენერგიის 1 მეგავატი წარმოქმნის დაახლოებით 1.3-1.6 მლნ. კვტ/სთ, როდესაც 1 მეგავატი ჰიდროენერგია გამოიმუშავებს დაახლოებით 3.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას წელიწადში.





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up