ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 415 შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 34 877 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 641 ადამიანი, ამასთან, კიდევ 205 კოვიდინფიცირებულისგარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადება“ სახელდება.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.
Imedinews