სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 542-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 443 - მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 14 048 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 904 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.
ipn.ge