სომხეთში ახალი რევოლუციის მცდელობა ჩაიშალა

სომხეთში ახალი რევოლუციის მცდელობა ჩაიშალა

access_time2020-12-10 19:00:52

8 დეკემბერს ოპოზიციის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დანიკოლ პაშინიანის გადაყენების მიზნით ქუჩის აქციები დაიწყო.


თუმცა, მხარდამჭერთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, დაანონსებული რევოლუცია ჩაიშალა.


ოპოზიცია, რომელიც თვლის, რომ აზერბაიჯანთან ომის წაგების შემდეგ ნიკოლ პაშინიანი უნდა გადადგეს, მასობრივ პროტესტს, საყოველთაო დაუმორჩილებლობას და კომუნიკაციების სრულ ბლოკირებას აანონსებდა.


თუმცა, ქუჩაში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ეროვნული დაუმორჩილებლობა ჩავარდა, მომიტინგეებმა ერევნის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და რამდენიმე საათით ქალაქის მეტროპოლიტენის მუშაობის ბლოკირება მოახერხეს, სულ ეს იყო.


შედეგად, დაკავებულ იქნა რამდენიმე ათეული აქტივისტი, საღამოსთვის კი აქცია დაიშალა.


გასულ კვირას ოპოზიცია „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“-ში გაერთიანდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთიანი კანდიდატი დაასახელა - 74 წლის ვაზგენ მანუკიანი, რომელიც 1991-1992 წლებში პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1992-1993 წლებში, ყარაბახის ომის დროს, თავდაცვის მინისტრი იყო.


5 დეკემბრეს ერევანში ჩატარებულ მიტინგზე ოპოზიციამ ნიკოლ პაშინიანის გადადგომა მოითხოვა და მას ამისთვის 3 დღე მისცა.



„თუ პაშინიანი თავისით არ წავა, ხალხი მას წასვლას აიძულებს. მან უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მას ცივილიზებულად წასვლის შანსს ვაძლევთ. თუ ჩვენი მოძრაობა დამარხცდება, გაბრაზებული მოსახლეობა მას ნაწილებად დაგლეჯს“ - განაცხადა მიტინგზე გამოსვლის დროს ვაზგენ მანუკიანმა.


მან ასევე არ უარყო, რომ ომი წაგებულია და ერევანს ბაქოსთან და მოსკოვთან დადებული დამამცირებელი შეთანხმების შესრულება მოუწევს.


„ჩვენ ამ გარიგებას ვერასდროს შევეგუებით, მაგრამ  დე ფაქტო ის უკვე მოქმედებს და მასზე უარის თქმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ომის განახლებას ნიშნავს. თუმცა, თავად დოკუმენტი ძალიან არეულ-დარეულია, მასში ბევრი ხვრელია, რომელსაც ეროვნული მთავრობა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებს“ - განაცხადა მან.


თუმცა, პაშინიანი არსად წასვლას არ აპირებს - 5 დეკემბერს ის Facebook-ში პირდაპირ ეთერში გავიდა და განაცხადა, რომ მისი გადაყენება კანონიერი გზით შეუძლებელია, რადგანაც მან არჩევნებში გაიმარჯვა, რომელის შედეგები არავის გაუსაჩივრებია.


„დღეს სომხეთში მიმდინარე პროცესების არსი გასაგებია, გარკვეულ წრეებს სურთ ისე გააკეთონ, რომ ეს ბოლო სამართლიანი არჩევნები იყოს. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ხალხის ძალაუფლების ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია“ - მიიჩნევს სომხეთის მთავრობის მეთაური.


ზეწოლა პაშინინზე იზრდება - მის გადადგომას პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, კოლექტიურად კი ისეთმა დაწესებულებები მოითხოვენ, როგორებიცაა მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, ეკლესია, ქალაქების მერები.


ვადამდელი არჩევნები მოქმედმა პრეზიდენტმა არმენ სარკისიანმა მოითხოვა (2015 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა).


„დამოუკიდებელი სომხეთის ყველა წინა ხელისუფლება ისტორიაში, როგორც გამარჯვებული და მიწების გამანთავისუფლებელი შევიდა, შენ კი, როგორც უღირსი ხელმღვანელი, რომელმაც თავისი სავარძლის გამო ომი წააგო, ყარაბახი ჩააბარე და ამავე დროს მოლაპარაკებებიც კი ვერ აწარმოე“ - მიმართა მას პრეზიდენტმა.


თუმცა, ამ ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობის მიუხედავად, ნიკოლ პაშინიანის პოზიციები საკმაოდ მყარია.


სომეხი პოლიტოლოგის ალექსანდ ისკანდარიანბის თქმით, პაშინიანის კანონიერ გადაყენების გზები მართლაც არ არსებობს, რადგანაც ის საპარლამენტო უმრავლესობას აკონტროლებს. საგულისხმოა ისიც, რომ მწვავე კრიზისის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის პარტია „ჩემი ნაბიჯი“ ერთიანობას ინარჩუნებს და მის მხარდაჭერას მტკიცედ აგრძელებს.


„მისი გადაყენება მხოლოდ ქუჩას შეუძლია, მაგრამ პროტესტი ჯერ მხოლოდ ელიტურ ხასიათს ატარებს და არა მასობრივს. ოპოზიციას ქუჩაში ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ გამოჰყავს. ის გაკოტრებულ წინა ხელისუფლებასთან ასოცირდება და მათი დაბრუნება არავის სურს. თანაც, პაშინიანი მხარეზეა საზოგადოებრივი აპატია, ხალხი დაღლილია და წინა რევოლუციიდან 2 წლის შემდეგ ახალი რევოლუციისთვის მზად არ არის“ - თვლის ისკანდარიანი.


rbc.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
სომხეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up