სომხეთში ავტომობილების შეყვანა აპრილიდან შეიზღუდება, იმპორტიორებისთვის საფრთხე არ მოხსნილა

სომხეთში ავტომობილების შეყვანა აპრილიდან შეიზღუდება, იმპორტიორებისთვის საფრთხე არ მოხსნილა

access_time2020-01-26 18:00:11

სომხეთში მანქანების რეექსპორტი გაზაფხულიდან შეიზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებაზე კარგა ხანია მიდის საუბარი, ქართველ იმპორტიორებისთვის ეს მაინც დიდი დარტყმა იქნება. მათი ნაწილი საკუთარი ბიზნესის დახურვას გეგმავს, ხოლო ზოგიერთი თანამშრომლების შემცირებას. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ოპტიმიზაცია უკვე დაიწყეს.


დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა), თუმცა რამდენიმე თვეში სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც განბაჟების გადასახადს განსაზღვრავს მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.


საავტომობილო სფეროს სპეციალისტი მევლუდ მელაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა ნამდვილად გაჩნდება და იმ რაოდენობით მანქანები ვეღარ გავა რეექსპორტზე, რამდენიც აქამდე გადიოდა.


„რეექსპორტის ამბავს რაც შეეხება, ამ კომპონენტში კი არ გვქონდა პრობლემები, ზოგადად ვითარება შეიცვალა იმ ყვეყნებში, სადაც მანქანები ჩვენგან შედიოდა, ანუ შეიცვალა წესი და შესაბამისად, ჩვენგან ექსპორტირებული მანქანებისადმიც შეიცვალა მიდგომა. ხალხს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მეზობელ ქვეყნებში რამე ხდებოდა და როცა ეს ინფორმაცია უკვე გავრცელდა, მაინც არ დაიჯერეს, რომ ცვლილებებთან ექნებოდათ საქმე.


ახლა კი რეალურად უკვე დადასტურდა, რომ პირველ აპრილამდე ძველებურად გაგრძელდება ყველაფერი, მერე კი სომხეთში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ახლა ავტომობილები ექსპორტზე ისევ გადის სომხეთში. ჯერ ყველაფერი გრძელდება როგორც შარშან და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, თუკი დაბეგვრის ახალი წესი სომხეთში აპრილიდან ამოქმედდა, სხვა მოცემულობა გვექნება, მაგრამ მანამდე ახალ ინფორმაციას აუცილებლად მივიღებთ, - განაცხადა „რეზონანსთან“ მევლუდ მელაძემ.



კიდევ ერთხელ გადავადდება თუ არა ავტომობილების ევრაზიული კავშირის წესებით დაბეგვრა სომხეთში ჯერჯერობით ცნობილი არ არის. იმპორტიორები საფრთხის წინაშე დგანან, შესაძლოა, მათ დიდ ნაწილს კომპანიების დახურვა ან უკეთეს შემთხვევაში თანამშრომლების შემცირება მოუწიოთ.


ჯეიეფაისის დირექტორი ზვიად ზიზიაშვილი ამბობს, რომ სომხეთიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ გადავადდება თუ არა ავტომობილების შეყვანაზე შეზღუდვა, თუმცა მას ორი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება უკვე მოუწია. იმპორტიორის ვარაუდით, თუ ასე გაგრძელდება, მარტიდან ფირმის დახურვა მოუწევს.


„გადავადებით ნამდვილად არაფერი გადავადებულა. სომხეთიდან არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია და ჩვენ კი არა თვითონ სომხებს არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდება აუხლოეს პერიოდში. ახლა ნამდვილად გაურკვევლობაა და მერე რა იქნება არ ვიცი იმიტომ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ბოლო ინფორმაცია არის, რომ არაფერი გადავადებულა.


გაყიდვის მოცულობა უკვე შემიმცირდა და ორი თანამშრომელიც გავუშვი სამსახურიდან. ფიზიკურად ვეღარ ავუდივარ ხარჯს. შემოსავალმა იკლო, ხოლო ხარჯს რაც შეეხება, რაც ადრე გვქონდა, ისევ ის გვაქვს, ამას კი ვეღარ ვწვდებით. მარტამდე შევხედავთ და ასე თუ გაგრძელდა, ფირმის დახურვა მოგვიწევს“, - განუცხადა „რეზონანსს“ზვიად ზიზიაშვილმა.


არადა, შარშან ავტომობილების რეექსპორტმა რეკორდი მოხსნა. 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სწორედ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 686.7 მლნ აშშ დოლარით, რამაც მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილების რეექსპორტი 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 68.2 პროცენტით გაიზარდა.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up