რუსეთი სომხეთს ცხინვალის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნას დაპირდა

რუსეთი სომხეთს ცხინვალის გავლით სატრანზიტო დერეფნის გახსნას დაპირდა

access_time2019-02-04 18:30:52


თებერვალში ჟენევაში შედგება სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელზეც დაიწყება საბაჟო ადმინისტრირების და ვაჭრობის მონიტორინგის თაობაზე ქართულ-რუსული შეთანხმების რეალიზაციის საკითხების განხილვა.


შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსული მხარე დააყენებს საკითხს სომხეთისთვის სატრანზიტო დერეფნის გახსნის თაობაზე.


„ჩვენ დადებითად ვაფასებთ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციას და მზად ვართ, შევასრულოთ ჩვენს თავზე აღებული ვალდებულებები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს შვეიცარიული კომპანია SGS -სწორედ ის განახორციელებს ამ პროექტს,“ - განაცხადა მან.


თუმცა, კარასინის თქმით, არსებობს სირთულეებიც.


„ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მოგვცემს სომხეთისთვის კიდევ ერთი სატრანზიტო დერეფნის გახსნის საშუალებას, თუმცა არ ღირს ამ საკითხის გამარტივება. რეგიონში არსებობს პრობლემები, კერძოდ კი, მთელი რიგი სახელმწიფოების პოლიტიკური სტატუსის თაობაზე უთანხმოებები. არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს დერეფანმა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



ექსპერტები, რომლებიც თვალს ადევნებენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებებს, აღნიშნავენ, რომ ამჯერად რუსი დიპლომატის გამოსვლის ტონალობა განსხვავებული იყო და ამას აქვს თავისი მიზეზები.


„ეს არის ახალი ზოგადი ტრენდი რუსეთის სამინისტროებში და უწყებებში - მუშაობა შედეგზე. ამიტომაც ბევრი პროექტი, რომელიც აქამდე იდო თაროზე, დღეს უცბად გახდა მოთხოვნადი. ალბათ, კარასინის გამოსვლას საფუძვლად უდევს ზუსტად ეს გარემოება,“ - თვლის რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მუხინი.


„ადრე არასდროს გვსმენია საჯარო დაპირება სომხეთის მისამართით სატრანზიტო დერეფნის შესახებ. სავარაუდოდ, სიტყვების არჩევანი შემთხვევითი არაა - სომხეთში ხდება პროცესები, რომლებიც იწვევს კრემლის წუხილს, შესაბამისად, მოსკოვი ეძებს ერევნის მეტად დაინტერესების და ინტეგრაციის გზებს. ალბათ ამითაა გამოწვეული აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გააქტიურება. არც ისაა შემთხვევითი, რომ კარასინმა ახსენა სწორედ ოსური და არა აფხაზური მარშრუტი, რადგანაც სწორედ ის ითვლება უფრო რეალისტურად და პოლიტიკურად უფრო მომგებიანად,“ - ამბობს მუხინი.


თუმცა, ცხინვალი აყენებს პირობას, რომელიც შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს თბილისისთვის - ტრანზიტში სრულუფლებიანი მონაწილეობა.


ამიტომაც მხარეებს მოუწევთ უთანხმოებების რაღაცნაირად გადაწყვეტა.


ცხინვალელი ექსპერტის ვიაჩესლავ გობოზოვის თქმით, ეს არაა ის შემთხვევა, როდესაც მოსკოვი შეძლებს ცხინვალის იძულებას, როგორც თავისი სატელიტის.


„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შემთხვევით არ უხსენებია სრულფასოვანი პარტნიორობა. სინამდვილეში ეს კომპრომისია - ის არ ითხოვს პოლიტიკურ აღიარებას. საუბარია მხოლოდ ტრანზიტში სრულუფლებიან თანამონაწილეობაზე და ვშიშობ, რომ ამას ის ვერ გადაუხვევს. მისი მხრიდან ეს უკვე სერიოზული ნაბიჯია - მისმა წინამორბედმა ლეონიდ ტიბილობმა თავის დროზე განაცხადა, რომ არ იქნება არავითარი ტრანზიტი პოლიტიკური აღიარების გარეშე. მასთან შედარებით ბიბილოვი არ ითხოვს ბევრს,“ - მიიჩნევს გობოზოვი.


მისი თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა სქემების მოფიქრებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ შეჯერდეს ყველა მხარის ინტერესები, თუმცა, ტრანზიტის გახსნის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ვარიანტების მოფიქრება სავსებით შესაძლებელია.



Ekhokavkaza.com





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up