სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვა

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვა

access_time2020-05-25 12:00:13

სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიკაელ მინასიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.„კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ვორონეჟში სიგარეტის ექსპორტი წარუმატებლად სცადა.


„მათ პირველად ექსპორტი ავღანეთში სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, შემდეგ - ვორონეჟში, იქაც არ გაუმართლათ. ამიტომაც  ოკუპირებული აფხაზეთი გაახსენდათ. თუმცა, ეტყობა არ იცოდნენ, რომ თუ რომელიღაც ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებ, ეს ქვეყანა ოფიციალურად უნდა არსებობდეს. სომხეთიდან სიგარეტების პარტია სოჭში ჩავიდა. საბუთებში წერია, რომ ტვირთი - 14,8 ტონა აფხაზეთში მიემართება. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ერთი დეტალი დაავიწყდათ - სომხეთი აფხაზეთს არ აღიარებს. ამიტომაც დოკუმენტაციაში „აფხაზეთის“ შემდეგ „საქართველოა მითითებული. შესაბამისად, დიპლომატიური პრობლემა შეიქმნა“ - ამბობს მინასიანი.


მისი თქმით, სქემის მიხედვით, სიგარეტი რუსეთში უნდა გაიყიდოს, თუმცა, საბუთების მიხედვით, აფხაზეთში იგზავნება.


„რადგანაც სომხეთისთვის ოფიციალურად აფხაზეთი არ არსებობს, საბუთებში ადლერის აეროპორტი ფიგურირებს. აფხაზეთი კი დოკუმენტაციაში საქართველოს ნაწილადაა წარდგენილი. იმიტომ რომ საქართველომ ხვალ რომ ამ ოპერაციის შესახებ შეიტყოს, აუცილებლად იკითხავს - საქართველოს ტერიტორიაზე საქონელს ისე როგორ აგზავნით, რომ საქართველო მითითებული არ არის? ამიტომაც მოუწიათ ჩაწერა „აფხაზეთი საქართველო“. მაგრამ აფხაზეთში თუ იციან, რომ თქვენ მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ? ისინი ხომ საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლიან, მათ პრეზიდენტიც ჰყავთ. ამით სომხეთის ხელისუფლებამ დიდი პრობლემა ერთდროულად ქართველებთან, რუსებთან, და აფხაზეთთან შექმნა. და ეს ყველაფერი - ოჯახური ბიზნესის გამო“ - წერს ყოფილი ელჩი.


EADaily ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟის აეროპორტში მებაჟეებმა სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდული პარტია დააკავეს. ტვირთი ექსპერტიზაზე გადაგზავნილი.



აეროპორტის მიდამოებში კონტრაბანდულ ტვირთს 3 დიდი ტრაილერი ელოდა, რომელსაც შემდეგ სიგარეტების პარტია სამხრეთ რუსეთის ქალაქ სტავროპოლში უნდა ჩაეტანა. არსებული მონაცემებით, არალეგალური ტვირთი ვორონეჟში 8 მაისს ჩავიდა.ასევე 25 აპრილს ქალაქ კრასნოდარის საბაჟომ და უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ჩამოტანილი კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია დააკავეს.


ტვირთი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავმა ერევნიდან ჩამოიტანა. სიგარეტების ექსპორტის საბოლოო მისამართი ავღანეთი იყო .


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“   ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს თუ არა უწყებას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია,როგორ აფასებენ ფაქტს და თუ ქონდათ ამაზე კომუნიკაცია  კოლეგებთან სომხეთში? ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი საგანელიძეს.


წყარო: aysor.am

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


მასალაში გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up