სომხეთი თურქეთს გენოციდის აღიარებას აღარ სთხოვს - მიზანი ეკონომიკური ურთიერობის აღდგენაა

სომხეთი თურქეთს გენოციდის აღიარებას აღარ სთხოვს - მიზანი ეკონომიკური ურთიერობის აღდგენაა

access_time2021-12-14 17:30:23

თურქეთსა და სომხეთს შორის შესაძლოა ჩარტერული ავიარეისები დაინიშნოს. აზერბაიჯანთან ომში დამარცხებამ სომხეთში ნიჰილიზმი და რუსეთისადმი, როგორც სანდო პარტნიორისადმი დამოკიდებულების ცვლილება გამოიწვია. ოფიციალური ერევანი იძულებული ხდება ისტორიულ მტრებთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა დაიწყოს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვაან უნანიანის განცხადებით ქვეყანა მზადაა თურქეთთან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს, რაც 1915 წლის სომეხთა მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარების მოთხოვნის ირიბ უარყოფად შეიძლება შეფასდეს.

 

თურქეთსა და სომხეთს შორის დაპირისპირების 2 ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი 1915 წლის მოვლენებია. ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა აჯანყების ჩახშობას, მებრძოლებთან ერთად ეთნიკური სომხების მასობრივი მკვლელობებიც მოჰყვა. ხოცვა-ჟლეტას 1918 წლამდე 1.5 მლნ-მდე სომეხი ემსხვერპლა. მოვლენები ბევრმა სახელმწიფომ მყისიერად დაგმო, თუმცა გენოციდად პირველმა 1965 წელს ურუგვაიმ ცნო. 2021 იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც სომეხთა გენოციდი აღიარეს 33-მდე გაიზარდა. მოვლენები გენოციდად აქვს შეფასებული: თავად სომხეთს, რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ბელგიას, კვიპროსს, ჩეხეთს, საბერძნეთს, იტალიას, ლიეტუვას, ლატვიას, ნიდერლანდებს, ლუქსემბურგს, შვედეთს, პოლონეთს, შვეიცარიას, აშშ-ის, კანადას, ბრაზილიას... ასევე ევროკავშირსა და გაეროს. თურქეთი და აზერბაიჯანი ფაქტს ცალსახად უარყოფენ. დანარჩენ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს ოფიციალური შეფასება არ გაუკეთებიათ.

 

მეორე საკითხი აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში ყოფნაა. ოფიციალური ანკარა, ოფიციალურ ბაქოს ღიად უჭერს მხარს. ყარაბაღის მეორე დიდ ომში, აზერბაიჯანის გამარჯვებაში, რუსეთის განზე გადგომასთან ერთად დიდი როლი ისრაელში და თურქეთში დამზადებულმა დრონებმა შეასრულა. არსებობს ვარაუდი, რომ დრონების ნაწილი თურქეთიდან იმართებოდა. ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სომხეთმა თურქეთის F16-ით SU 25-ის ჩამოგდებაში დაადანაშაულა, ანკარამ ბრალდება უარყო.

 

9 ნოემბერს გაფორმებული პრაქტიკულად კაპიტულანტური ხელშეკრულებით, სომხეთმა არამხოლოდ დათმო შვიდივე ოკუპირებული რეგიონი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილი, საკუთარ ტერიტორიაზე თურქეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დაშვების ვალდებულებაც აიღო. ნახიჩევანის ექსკლავი თურქეთს იქამდეც უკავშირდებოდა, თუმცა ნახიჩევანში მოსახვედრად ირანზე გადასვლა იყო საჭირო, ახლა ბაქოს გზის შემოკლების შანსი მიეცა. სანაცვლოდ სომხეთმა მხოლოდ რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით დაკავშირების დაპირება მიიღო. 1993 წელს აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ სომხეთმა რუსეთთან სარკინიგზო კავშირის შესაძლებლობა დაკარგა, ლარსზე გამავალი საავტომობილო გზა კი უამინდობისას იკეტება და ტრანსპორტირებაც უფრო ძვირია. აგვისტოს ომის შემდეგ ეს გზაც თითქმის 2 წელი ჩაკეტილი იყო.

 

იმის გასარკვევად თუ ურთიერთობების ნორმალიზების რა შანსები აქვთ თურქეთსა და სომხეთს და რა გავლენას იქონიებს რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოზე კომერსანტი რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა.

 

ზურა ბატიაშვილის თქმით საუბარია არა მხოლოდ ჩარტერულ ავიარეისებზე არამედ ურთიერთობების სრულად აღდგენაზე, რისთვისაც ერევანი და ანკარა სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ. არსებობს საზღვრების სრულად გახსნის შანსიც, თუმცა რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს ჯერ ცნობილი არ არის.

 

კითხვაზე ნიშნავს თუ არა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანლის განცხადება წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყების შესახებ, იმას, რომ სომხეთი გენოციდის აღიარებას აღარ მოითხოვს, რონდელის ფონდის მკვლევარმა განაცხადა რომ დიახ, ეს ასეა, რადგან არც ახლა და არც უახლოეს მომავალში შანსი იმის, რომ ანკარამ გენოციდი აღიაროს არ არსებობს.

 

ზურა ბატიაშვილის განცხადებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენით სომხეთთან ერთად თავად თურქეთიც დაინტერესებულია, ეკონომიკური სარგებლის გარდა, სომხეთი ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება თურქეთის მეზობლებს შორის, რომელთანაც ანკარას დიპლომატიური კავშირები არ გააჩნია.


 

შიშს, იმის შესახებ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ან სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ეკონომიკურად დააზარალებს და თამაშგარე ვითარებაში დატოვებს ზურა ბატიაშვილი არ იზიარებს, მისი თქმით გარდა იმისა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, შაჰ-დენიზის გაზსადენსა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას არავინ გადაიტანს სამომავლოდაც თბილისისთვისაც რეგიონში სტაბილურობა უფრო მომგებიანი იქნება ვიდრე ესკალაცია.

 

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ბატიაშვილის თქმით ფაშინიანი რუსეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, რუსეთიც მხოლოდ ჩარტერული რეისების დანიშვნაზე ზეწოლისთვის დიდ დროსა და ენერგიას არ დახარჯავს.

 

რეგიონში მდგომარეობის ცვლილება საქართველოზე ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს გავლენას. გავლენა აქამდეც მნიშვნელოვანი იყო. სწორედ დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების არ ქონის გამო აზერბაიჯან-თურქეთის დამაკავშირებელი მილსადენებმა სომხეთის ნაცვლად საქართველოზე გაიარა.

 

ძირითადი სატრანზიტო პროექტები საქართველოს გავლით 1998-2017 წლებში განხორციელდა, თუმცა არ დასრულებულა. შაჰ-დენიზი 3-ის ექსპლუატაციაში შესვლის სავარაუდო თარიღი 2030 წელია.

 

1998 წელს, ანკარაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას მოეწერა ხელი, რომელიც 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა, სრულ ექსპლუატაციაში კი 2006 წელს შევიდა. 1768 კმ სიგრძის მილსადენი  249 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, 443 კმ აზერბაიჯანზე და 1076 კმ თურქეთზე. მისი დღიური გამტარუნარიანობა 1 მლნ ბარელს შეადგენს. აზერბაიჯანულის გარდა მილსადენში შუა აზიის ქვეყნების ნავთობიც მიედინება. პროექტი ჯამში $4 მლრდ დაჯდა. 14 წელიწადში მან 455 მლნ ტონა (3.41 მლრდ ბარელი) ნავთობის ტრანსპორტირება უზრუნველყო.

 

2007 წლამდე საქართველო 100%-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. 2006 წლის იანვარში რუსეთის მიერ მილსადენზე მოწყობილი დივერსიის შედეგად ქვეყანა კვირაზე მეტი ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩა. დროებით გამოსავლად ირანი მოიძებნა, 2007 წელს კი არჩევანი აზერბაიჯანზე შეჩერდა. აზერბაიჯანული გაზის წილმა 2007 წელს 33% შეადგინა, რომელიც შემდეგ თითქმის 100%-მდე გაიზარდა.

 

მაშინ როცა ევროპაში გაზის კრიზისია და სულ ცოტა ხნის წინა ფასი 1000 კუბურ მეტრზე $1900-ს აღწევდა, საქართველო კომერციულ გაზსაც კი მასზე ბევრად იაფად, სოციალურ გაზს კი კიდევ უფრო დაბალ ფასად იღებს. ასეთი უპირატესობა საქართველომ გეოგრაფიული მდებარეობით მოიპოვა. შაჰ-დენიზის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. გაზსადენის საერთო სიგრძე 970 კმ-ა, საიდანაც საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ მისი წლიური გამტარუნარიანობა 9-დან 16 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. 2030 წლისთვის შაჰ-დენიზი 3-ის ამუშავებაა დაგეგმილი, რომლის შემდეგაც გაზის სამხრეთის დერეფნის გამტარუნარიანობა 28 მლრდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. საიდანაც საქართველო თითქმის სიმბოლურ ფასად 1.4 მლრდ კუბურ მეტრს მიიღებს.

 

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 6.1%-ით 2.730 მლრდ მ3-მდე გაიზარდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 300 მლნ კუბური მეტრით მეტია.

 

მრავალგზის გადადების შემდეგ 2017 წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც გაიხსნა. პროექტის მთავარი დამფინანსებელი აზერბაიჯანი იყო. რკინიგზის წლიური ტვირთბრუნვის პოტენციალი 6.5 მლნ ტონას შეადგენს 17 მლნ ტონამდე ზრდის პესპექტივით, იმავე რკინიგზით წლიურად 1 მლნ მგზავრის გადაყვანაცაა შესაძლებელი. რეგულარული სამგზავრო რეისები ჯერ არ დანიშნულა, ტვირთბრუნვაც მცირეა, თუმცა სწრაფად მზარდი.

 

საქართველოში 1996-2020 წლებში სულ $22 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც პირველ ადგილს $2.8 მლრდ-ით აზერბაიჯანი იკავებს, რაც ამ შემთხვევაშიც მილსადენებისა და რკინიგზის დამსახურებაა.

 

თურქეთი კი  საქართველოსთვის #1 სავაჭრო პარტნიორია. 1995-2020 წლებში განხორციელებული $118 მლრდ იმპორტიდან $19.7 მლრდ თურქეთიდან შემოვიდა.

 

რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებით შეიძლება ახალმა სატრანზიტო პროექტებმა საქართველოზე აღარ გაიაროს, მაგრამ დანაკარგი სარგებელთან შედარებით ბევრად მცირე იქნება. ბალტიის ქვეყნებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განვითარების დონესა და 1 სულ მოსახლეზე დათვლილ შემოსავლებს შორის საკმაოდ სერიოზული სხვაობაა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up