სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

person access_time2016-01-27 15:28:47

სომხეთი გეგმავს შეცვალოს გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. 


ამის შესახებ ჟურნალისტებს „გაზპრომ არმენიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გრანტ თადევოსიანმა განუცხადა. 


მისი თქმით, გაზსადენის დაახლოებით 17–კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო სამკილომეტრიანი მონაკვეთი აზერბაიჯანის საზღვართან უშუალო სიახლოვეს, საკმაოდ არასტაბილურ ზონაში მდებარეობს. 


გარდა ამისა, მისი თქმით, გაზსადენი ხშირად ზიანდება, მათ შორის ქვების ცვენის გამო, რამაც სომხეთს გაზის პირდაპირი მიწოდების მხრივ პრობლემები შეუქმნა და აიძულა, რეზერვებისთვის მიემართა.



„ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,, შევცვალოთ გაზსადენის მარშრუტი მოწოდების უსაფრთხოების ამაღლების მიზნით. ამ მომენტისთვის ჩვენ განხილვების სტადიაზე ვიმყოფებით. არის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა, ხოლო რამდენადაც სამუშაოების დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა წარიმართოს, საკითხი არის მთავრობებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებს შორის განხილვის სტადიაზე,“ – განაცხადა თადევოსიანმა.


მისი თქმით, კომპანია იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში მიღწეულ იქნება შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან.


ამასთან, „გაზპრომ არმენიამ“ უკვე შეიმუშავა მშენებლობის დაფინანსების პროექტი და ის 2016–2018 წლების საინვესტიციო პროგრამაში შეიტანა.


„ქართული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება 3–კილომეტრიანი მონაკვეთის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ჯერჯერობით კი ჩვენ გავითვალისწინეთ ფინანსური ხარჯები, რათა გავიგოთ, რა ციფრებზეა საუბარი,“ – განაცხადა თადევოსიანმა.


„გაზპრომ არმენია“ ახდენს გაზის მიწოდების ორგანიზებას სომხეთის ბაზარზე. 

 

არსებული კონტრაქტით, „გაზპრომი“ სომხეთს ყოველწლიურად 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up