რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები პირვველად შეიკრიბნენ - რა გადაწყვიტეს მათ კრემლში გამართულ შეხვედრაზე?

რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები პირვველად შეიკრიბნენ - რა გადაწყვიტეს მათ კრემლში გამართულ შეხვედრაზე?

access_time2021-01-12 20:00:35

11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ პაშინიანის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მხარეები მთიანი ყარაბახის აღდგენის და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან.

 

უახლოეს დროში, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეგიონის ეკონომიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებს წარადგენენ. ჯგუფის პირველი სხდომა 30 იანვრამდე ჩატარდება.

 

პუტინმა განაცხადა, რომ მხარეების სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას ახერხებენ, ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული ინციდენტები თითქმის არ ფიქსირდება.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყარაბახში უკვე 48 000 ლტოლვილი დაბრუნდა.

 

„ამ ეტაპზე ენერგეტიკის, საცხოვრებელი სახლების და ინფრასტრუქტურის აქტიური აღდგენა მიმდინარეობს“ - განაცხადა პუტინმა.

 

3 სახელმწიფოს მეთაურის შეთანხმების მიხედვით, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვრამდე ჩატარდება, ხოლო 1 მარტს ჯგუფმა მხარეებს რეგიონის აღდგენის კონკრეტული ზომები და მათი რეალიზების განრიგი უნდა შესთავაზოს.

 


ამ ეტაპზე პრიორიტეტი სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლას ენიჭება. მოსკოვი, ბაქო და ერევანი ამ საკითხებში სამუშაო ქვეჯგუფებს შექმნიან სადაც მთავრობების, პროფილური უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბახის ტერიტორიაზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება, რომელიც სამხრეთ კავკასიის მთელ სატრანსპორტო კონფიგურაციას შეცვლის.

 

ახალი რკინიგზა სომხეთს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით დააკავშირებს.

 

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით ბაქო პირველად 30 წლის შემდეგ სატრანსპორტო კავშირს ნახიჭევანის ავტონომიურ ოლქთან დაამყარებს. გარდა ამისა, ამ მარშრუტის წყალობით აზერბაიჯანი თურქეთთან დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალს მიიღებს, ხოლო სომხეთი - პირდაპირ კავშირს რუსეთთან. გარდა ამისა, შეთანხმების რეალიზება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნას გულისხმობს, შესაბამისად, სომხეთს ახალ ბაზრებზე წვდომა ექნება“ - განაცხადა ალიევმა.

 

მისი აზრით, სატრანსპორტო კავშირი რეგიონის 5 ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოვების და გაძლიერების დიდ პერსპექტივებს ქმნის.

 

„ჩვენი განცხადების მიზანია რეგიონში სრულიად ახალი რეალობის შექმნა  - სატრანსპორტო კომ​უნიკაციების გახსნა“ - მიიჩნევს აზერბაიჯანს პრეზიდენტი.

 

მოლაპარაკებების შედეგებით უკმაყოფილო მხოლოდ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი დარჩა. მისი თქმით, ყარაბახის კონფლიქტი დაურეგულირებელი დარჩა და მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ - მაგალითად, სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე.

„ერევანი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში ყარაბახის სტატუსის განხილვის გასაგრძელებლად მზადაა. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი საკამათო საკითხი დარჩა“ - განაცხადა მან.

 

თუმცა, სომხეთის ლიდერი თავის კოლეგებს იმ მოსაზრებას დაეთანხმა, რომ ახალი შეთანხმებები რეგიონის უსაფრთხოებას გააძლიერებენ და მის ეკონომიკურ იერსახეს მკვეთრად შეცვლიან.


წყარო: lenta.ru




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up